ზელენსკი: რუსეთმა უკრაინას კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტით დაარტყა - რუსეთს იმდენად ეშინია, რომ უკვე ახალ რაკეტებს იყენებს

ზელენსკი

რუსეთმა უკრაინას კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტით დაარტყა, რაც ასეთი იარაღის პირველი საბრძოლო გამოყენებაა მსოფლიოში, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „ჩვენმა გიჟმა მეზობელმა კიდევ ერთხელ აჩვენა, როგორ ეშინია“.

„რუსეთს იმდენად ეშინია, რომ უკვე ახალ რაკეტებს იყენებს და მთელ მსოფლიოში ეძებს იარაღს, ხან ირანში, ხან ჩრდილოეთ კორეაში. დღეს იყო ახალი რუსული რაკეტა. ყველა მახასიათებელი, როგორიცაა სიჩქარე, სიმაღლე ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინას კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტით დაარტყა. ცხადია, რომ პუტინი უკრაინას პოლიგონად იყენებს“, - განაცხად ვოლოდიმირ ზელენსკიმ.