1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის განცხადებას „დასავლეთის ცივილიზაციის დომინირების ხუთას წლიანი ეპოქა დასრულდა, მსოფლიო ეკონომიკის ცენტრი აღმოსავლეთისკენ გადავიდა და შემდეგი საუკუნე იქნება ევრაზიის საუკუნე“ სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მსოფლიოში არსებულ რთულ და გარდამავალ პერიოდში საქართველომ უნდა შეძლოს მისთვის მომგებიან პოზიციაზე გავიდეს.
“ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენც და ვინც ამ რეალობას არ მიიღებს, ის წააგებს. ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის. ამიტომ ვამბობთ, რომ ოპოზიცია წარსულის პოლიტიკით ცხოვრობს და სურს ქვეყანა წარსულში ჩატოვოს.
პოლიტიკაში პროცესები თუ დაიძრა, მას ვეღარაფერი აჩერებს. ეს პროცესი უკვე დაიძრა და ამის შეჩერება შეუძლებელია.
საქართველომ, როგორც პატარა, მაგრამ ახალ გლობალურ პოლიტიკაში უკვე მნიშვნელოვანმა სახელმწიფომ, ეს უნდა გამოიყენოს სათავისოდ, რათა კიდევ არ აღმოვჩნდეთ “სტრატეგიულ პარტნიორობას” ამოფარებული მორჩილი ქვეყანა. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ რთული, გარდამავალი პერიოდის მშვიდად გადატანა და საქართველოს გაყვანა მომგებიან პოზიციაზე.
სწორედ ამას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება. ცდილობს შეინარჩუნოს არსებული თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან და ფეხი აუწყოს იმ გარდაუვალ ცვლილებებს. რაც ახალ რეალობაში აცხოვრებს მსოფლიოს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.