„სუფთა ფურცლიდან" - რატომ შეიძლება ბევრი ადამიანის ცხოვრება 2025 წლის 20 მარტს მნიშვნელოვნად შეიცვალო

ასტროლოგიური პროგნოზი

თანამედროვე გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 2025 წლის 1 იანვარს დაიწყო. თუმცა, ასტროლოგიაში ახალი წლის დასაწყისი სულ სხვა თარიღს უკავშირდება. ასტროლოგიური ახალი წელი ყოველთვის ემთხვევა იმ დღეს, როდესაც მზე შედის ვერძის თანავარსკვლავედში. წელს ვერძის სეზონი 2025 წლის 20 მარტს იწყება. ამიტომაც, ითვლება, რომ 20 მარტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თარიღია.

როგორც კი ასტროლოგიური ახალი წელი და მასთან ერთად, ვერძის სეზონი დაიწყება, მაშინვე მიხვდებით, რომ გაზაფხულიც დადგა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს ბევრი ადამიანი მომატებულ ენერგიას, შთაგონებას, მოტივაციას იგრძნობს. ეს კი შეგვიძლია, ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ და დავიწყოთ იმ საქმეების გაკეთება, რომელთა შესრულებაც სულ გვინდოდა, მაგრამ აქამდე საჭირო დროსა და მოტივაციას ვერ ვპოულობდით.

ვერძი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნიშანია და ლიდერული თვისებები აქვს. ის საკუთარი ქარიზმითა და ბუნებრივი ენერგიით დაბრკოლებებს მარტივად უმკლავდება და სხვებისთვისაც ხდება შთაგონება...ვრცლად