1743404500
ევროკავშირი მზად არის ტრანს-კასპიური დერეფნის განვითარებისთვის 10 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს - კაია კალასი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასი განცხადებით, ბრიუსელი მზად არის ტრანს-კასპიური, ანუ შუა დერეფნის განვითარებისთვის 10 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს. ინფორმაციას თურქმენული მედია ავრცელებს.
აღნიშნული განცხადება კალასმა აშხაბადში, აზია-ევროკავშირის მინისტერიალის ფარგლებში გამართული პრესკონფერენციის დროს გააკეთა.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დერეფნის განვითარებისთვის ბრიუსელთან ერთად ინვესტიციებისთვის მზად არიან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც.
კალასის განმარტებით, ტრანს-კასპიური სატრანსპორტო დერეფანი არამხოლოდ რეგიონში მდებარე ქვეყნების ურთიერთობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, არამედ მთელ რეგიონს ევროკავშირთან აახლოებს.