40-ზე მეტ ადამიანს ეძებენ... - მიანმარში მიწისძვრის შედეგად, ბანგკოკში 43-სართულიანი მშენებარე კონსტრუქცია ჩამოინგრა

მიწისძვრა

მიანმარში მომხდარი 7.7. მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, მეზობელ ტაილანდში, კერძოდ კი, ბანგკოკში 43-სართულიანი მშენებარე კონსტრუქცია ჩამოინგრა. შვიდმა მუშამ ნანგრევებიდან თავის დაღწევა შეძლო, ამ დროისთვის დაკარგულად მიიჩნევა 40-ზე მეტი ადამიანი.

როგორც „ბიბისი“ წერს, მიანმარში მალევე მოხდა განმეორებითი მიწისძვრა, რომლის სიმძლავრემ 6.4 მაგნიტუდა შეადგინა, თუმცა ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია მიუწვდომელია.

არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში 2021 წელს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მედიასაშუალებებს ძირითადად სახელმწიფო აკონტროლებს და შეზღუდულია ინტერნეტის გამოყენებაც, გათიშულია საკომუნიკაციო ხაზები.