რის გაკეთებას სჯობს მოერიდოთ დღეს - დღევანდელი პროგნოზი ასტროლოგისგან

ჰოროსკოპი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად იგი 23 თებერვალს მოსალოდნელ ცვლილებების და ტენდენციების შესახებ წერს:

„მთვარე თხისრქაშია, იკლებს, აქვს მზესთან ჰარმონიული, ვენერასთან კი დაძაბული ასპექტი.

მთვარე თხისრქაში, რომელიც პასუხისმგებლობისა და მიზანდასახულობის ნიშანია.ნუ იქნებით პასიური, თუ არის პროექტი, რომელიც მოითხოვს დისციპლინას და ფოკუსირებას, დღეს საამისოდ კარგი დროა. თუნდაც 10 წუთი დათმეთ ბიზნეს-იდეების ჩაწერას, ოფიციალური დოკუმენტების მოწესრიგებას, ოთახის დასუფთავება-დალაგებას.

რის გაკეთებას სჯობს მოერიდოთ:

ემოციურ და შემოქმედებით საქმიანობებს – მთვარის კვადრატურა ვენერასთან ზრდის ემოციურ დაძაბულობას, ხელს უშლის შთაგონებას.

დასვენება და გართობა – ეს დღე უფრო კარგია შრომისთვის, ვიდრე სიამოვნებისთვის.

გამოიყენეთ თხისრქის "მიწიერი" ენერგია: თუ გრძნობთ აპათიას, მიწასთან დაკავშირებული აქტივობები- მცენარეების მოვლა, გასეირნება ბუნებაში, დაგეხმარებათ ენერგიის აღდგენაში.

სასიყვარულო ურთიერთობები

რისთვის უნდა იყოს მზად? ემოციურ სითბოს და რომანტიულობის ნაკლებლობა,პრეტენზიების წაყენება . თავი შეიკავეთ კრიტიკისგან – თხისრქის გავლენა ხშირად მძიმეა და პრაგმატულობას მატებს, ამიტომ უკეთესია, თუ არ ჩაუღრმავდებით ნეგატიურ თემებს.

შეუფერებელი დროა ვნებისა და ემოციური სიახლოვისთვის, არ წამოიწყოთ ურთიერთობის განხილვა , რადგან საუბარი ზედმეტადად "მშრალი" შეიძლება გამოვიდეს.

არ მოითხოვოთ პარტნიორებისგან ემოციური გახსნილობა.

რა შეგიძლიათ იყიდოთ?

ხარისხიანი და გრძელვადიანი ნივთები. სამშენებლო და რემონტის მასალები, სამუშაო ხელსაწყოები.

მოერიდეთ შესყიდვებს სილამაზის, მოდის და გართობის კატეგორიებში, არ შეძინოთ ამ დღეს ხელოვნების ნიმუშები, მდიდრული ნივთები.

ჯანმრთელობა

არარეკომენდებულია ძვალ-სახსროვანი ოპერაციები – განსაკუთრებული მუხლების, ხერხემლის, ძვლების სტრუქტურის კორექცია, ორთოპედიული ჩარევები. ასევე პლასტიკური და ესთეტიკური ოპერაციები; გინეკოლოგიური ოპერაციები .თირკმელებისა და შარდსასქესო სისტემის ოპერაციები .

თვალის ოპერაციები – განსაკუთრებული ლაზერული კორექცია“,- წერს ასტროლოგი.