რეტროგრადული პერიოდი 29 ნოემბრამდე გაგრძელდება - ასტროლოგები 5 ნიშანს აფრთხილებენ

ასტროლოგიური პროგნოზი

2025 წლის 9 ნოემბრიდან 29 ნოემბრამდე რეტროგრადული მერკური გველოდება. რეტროგრადული მერკურის პერიოდში ადამიანები, როგორც წესი, მომატებულ შფოთვასა და ემოციურობას გრძნობენ, კომუნიკაცია რთულდება და იმპულსური გადაწყვეტილების რისკი იზრდება.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2025 წლის ნოემბრის რეტროგრადული მერკური ზოდიაქოს ქვემოთ ჩამოთვლილი 5 ნიშნის წარმომადგენლებზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს:

ტყუპები
პლანეტა მერკური თქვენი მმართველია. ამიტომ, როდესაც რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, ტყუპების ნიშნის წარმომადგენლები ამას განსაკუთრებით გრძნობენ. შესაძლოა, ის საქმეებიც, რომლებსაც აქამდე მარტივად ასრულებდით, განსაკუთრებით გაგირთულდეთ, გაგიჭირდეთ თქვენს მიზნებსა და სურვილებზე კონცენტრირება და ემოციური არასტაბილურობაც იგრძნოთ. რეტროგრადული მერკურის პერიოდში შეეცადეთ, მნიშვნელოვან ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებს ხელი არ მოაწეროთ. ხოლო, თუ მაინც მოგიწევთ ხელმოწერა, მაშინ პირობები რამდენჯერმე კარგად წაიკითხეთ.

ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და უსაფუძვლო კამათსა და დაპირისპირებაში ჩართვას მაქსიმალურად მოერიდეთ.

ქალწული
ქალწულებს, ტყუპების მსგავსად, მერკური მართავს. ამიტომ, აღნიშნული პლანეტის რეტროგრადული მოძრაობა თქვენ შემთხვევაშიც გარკვეულ დაბრკოლებებს შექმნის. ზედმეტი კონტროლისკენ მიდრეკილება, გაზრდილი შფოთვა და იმის განცდა, რომ ყველა საქმემ ერთად მოიყარა თავი - ამ პერიოდში ემოციური არასტაბილურობა განსაკუთრებით შეგაწუხებთ.

ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ წარსულის იმ ურთიერთობებისა და საქმეებისაგან, რომელთა განახლება, გადარჩენა შეუძლებელია, საბოლოოდ გათავისუფლდეთ და დრო აღარ დაუთმოთ იმას, რასაც თქვენთვის ბედნიერება არ მოაქვს.

ამ პერიოდში თქვენი მთავარი ამოცანაა, რომ საკუთარ თავთან გულწრფელი იყოთ და თქვენი აზრების, მიზნებისა და გეგმების დალაგებას შეეცადოთ.

მშვილდოსანი
მშვილდოსნის ბევრი წარმომადგენელი რეტროგრადული მერკურის პერიოდში ერთგვარ ქაოსს იგრძნობს. შესაძლოა, თქვენი გეგმები აბსოლუტურად საპირისპიროდ წარიმართოს, გარკვეული პასუხისმგებლობების დროზე შესრულება გაგიჭირდეთ, კომუნიკაციასა და ურთიერთობებში სირთულეები გაჩნდეს.

ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების რეკომენდაციას განსაკუთრებით მოუსმინოთ და გაითვალისწინოთ.

ეს პერიოდი გასწავლით, რომ შესვენება, განვლილი ეტაპების გადაფასება და სამომავლო გეგმების გონივრულად შედგენა მნიშვნელოვანია. ხშირად განიტვირთეთ, საყვარელი საქმით დაკავდით და მოტივაცია კვლავ დაგიბრუნდებათ... ვრცლად