„მითია, რომ ჭამის დროს წყლის დალევა არ შეიძლება" - ენდოკრინოლოგი, ლაშა უჩავა გავრცელებულ მითებს ამსხვრევს

ლაშა უჩავა

 ცნობილი ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა რამდენიმე გავრცელებული მითის შესახებ საუბრობს. რა არის მითი და რა - სინამდვილე? წარმოგიდგენთ შეკითხვების სახით, რომლებსა ექიმი პასუხობს:

ღამით ჭამა ასუქებს?
ეს მითია. მნიშვნელოვანია, არ გადავაჭარბოთ დღიურ ნორმას.

საუზმის გამოტოვება აზიანებს მეტაბოლიზმს
მითია. არ აზიანებს მეტაბოლიზმს, მაგრამ საუზმის გამოტოვება არ უნ და ნიშნავდეს სტრესს ჩვენი ორგანიზმისთვის.

ჭამის დროს წყლის დალევა არ შეიძლება
 
მითია. წყლის მიღება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგვიძლია. მათ შორის, ჭამის დროსაც, უბრალოდ, წყლის ტემპერატურა და საკვების ტემპერატურა ერთმანეთისგან მკვეთრად არ უნდა განსხვავდებოდნენ.