იდეალური მენიუ ცეცხლოვანი ცხენისთვის, ასტროლოგებისგან

იდეალური მენიუ

ცეცხლოვანი ცხენი, რომელსაც ძალიან უყვარს გემრიელად მირთმევა, მთელი წელი უნდა გაანებივროთ, თუმცა განსაკუთრებით უხვად სადღესასწაულო ვახშამზე უნდა გაუმასპინძლდეთ.

არ ღირს ორიგინალური, ეგზოტიკური კერძების მომზადება, რადგან ამგვარი მენიუთი ნამდვილად ვერ შეძლებთ წლის მმართველის მოხიბვლას, უმჯობესია მისთვის ჩვეული პროდუქტი შესთავაზოთ ელეგანტური და აკურატული სერვირებით. 

მართალია, ცხენი ბალახისმჭამელი ცხოველია, მაგრამ არაა აუცილებელი სადღესასწაულო მენიუს მკაცრად ვეგეტარიანული წესით შედგენა. უმჯობესია აქცენტი მსუბუქ საკვებზე, ქორფა ბოსტნეულზე, მარცვლოვან კულტურებსა და სეზონურ პროდუქტზე გააკეთოთ. მოერიდეთ ზღვის პროდუქტს და ზედმეტი ორიგინალობის გარეშე იზრუნეთ ცხელ კერძებზე, ალკოჰოლური სასმელიდან კი, უპირატესობა ღვინოს მიანიჭეთ. 

შემწვარი გოგრის, ისპანახისა და ცხვრის ყველის სალათი - მსუბუქი კერძია და მოსავლიანობას განასახიერებს. ქორფა კიტრის, მწვანილისა და სეზამის (ქუნჯუთის) სალათი კი  - ცხენის "ხრამუნა" ენერგიას სიმბოლიზირებს, ისე როგორც შამფურზე ან გრილზე შემწვარი ბოსტნეული - სტაფილო, წიწაკა, კარტოფილი და ბატატი (ტკბილი კარტოფილი).