გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა - პროგნოზი კიბოს მკურნალობის პრეპარატზე

მანია

რამდენიმე წლის წინ ეზოთერიკოსი გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, რომ „მალე კიბოს საწინააღმდეგო წამალი შეიქმნებოდა“

მისი თქმით, მსოფლიო „ახალ სამედიცინო ეტაპზე“ გადადიოდა.

ამ განცხადებას დღეს უკვე ხშირად აზიარებენ სოციალურ ქსელებში, მას შემდეგ რაც ჯანდაცვის სფეროში ახალი სამკურნალო პრეპარატის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

„კარგი ამბები:  მალე იქნება კიბოს წამალი. საქართველო მალე ფეხზე დადგება, ის მხარში გაიმართება. მას ყველაზე წმინდა ძალები იცავენ. ნუ შეუშინდებით...“ - თქვა გოგა მანიამ.

რამდენიმე დღის წინ, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა (NHS) საკვერცხის კიბოს კიბოს სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი,  მირვეტუქსიმაბ სორავტანზინი დაამტკიცა.

სპეციალისტების შეფასებით, ეს ბოლო ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ამ დაავადების მკურნალობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. პრეპარატი განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომელთა სიმსივნე პლატინის შემცველი ქიმიოთერაპიის მიმართ რეზისტენტული გახდა.

მირვეტუქსიმაბ სორავტანზინი ე.წ. მიზანმიმართული მოქმედების თერაპიაა. ის სპეციალური ანტისხეულისა და კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის კომბინაციას წარმოადგენს. მედიკამენტი ამოიცნობს სიმსივნურ უჯრედებზე არსებულ ფოლატის რეცეპტორ ალფას (FRα) და სამკურნალო ნივთიერებას უშუალოდ დაზიანებულ უჯრედში ათავისუფლებს, რაც ჯანმრთელი ქსოვილების დაზიანების რისკს ამცირებს.

საერთაშორისო კლინიკური კვლევის შედეგების მიხედვით, რომელშიც ბრიტანეთის რვა სამედიცინო ცენტრი მონაწილეობდა, ახალმა თერაპიამ დაავადების პროგრესირება შეანელა და პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზარდა. კვლევის ფარგლებში პაციენტები საშუალოდ 16.5 თვეს ცოცხლობდნენ, მაშინ როდესაც სტანდარტული ქიმიოთერაპიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 12.8 თვეს შეადგენდა.

მეცნიერების მონაცემებით, პაციენტების 37%-ში სიმსივნის ზომა მინიმუმ 30%-ით შემცირდა, მაშინ როცა ქიმიოთერაპიის ჯგუფში მსგავსი შედეგი მხოლოდ 16%-ში დაფიქსირდა.