25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

დროა, აზრი შეიცვალოთ ცხოვრებაზე და გათავისუფლდეთ ძველი სტერეოტიპებისგან. კარგი დროა სიახლეებისთვის, მოიძიეთ და გააფართოვეთ უცხოეთთან კონტაქტები.

კურო

მოსალოდნელია მცირეოდენი ფინანსური შეზღუდვები, მოგიწევთ უფრო ხელმომჭირნედ გამოიყენოთ და დახარჯოთ ფული. ნუ აჰყვებით ცდუნებებს და ნუ გაფლანგავთ უაზროდ თქვენს ქონებას.

ტყუპები

ნუ დააჩქარებთ პროცესებს და მიიღეთ ყოველდღიურობა რეალობად - მოიხსენით ვარდისფერი სათვალე, მაგრამ ზედმეტად მუქ ფერებშიც ნუ დახატავთ მიმდინარე მოვლენებს, მშვიდად გააანალიზეთ ყველაფერი. საუკეთესო დღეა შენაძენის გასაკეთებლად, მიეცით თავს განტვირთვის უფლება.

კირჩხიბი

ჭორებისა და მითქმა-მოთქმის დიდი ალბათობაა, შეინარჩუნეთ გონიერება და ნუ აჰყვებით ნეგატიური ადამიანების თამაშს, ნუ უპასუხებთ მათ გამოხდომებს, საეჭვოა, ვინმემ შეძლოს და ხელი შეგიშალოთ თქვენი მიზნების განხორციელებაში.

ლომი

ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას, იყავით თავშეკავებული და გამოიჩინეთ კეთილგონიერება. რაც უფრო თავდაჯერებული და მშვიდი იქნებით, მით უფრო გაგიადვილდებათ გაუგოთ სხვებს.

ქალწული

რომანტიული შეხვედრისა და ახალი თავბრუდამხვევი ემოციების გავლენის ქვეშ მოექცევით. მაგრამ ნუ დაკარგავთ საღ აზრს, ნუ შეხედავთ ამას დიდი სერიოზულობით, ეს გატაცება მცირე ხნით გასტანს.

სასწორი

აუცილებლად იზრუნეთ მიცემული პირობის შესრულებაზე, ახლა სჯობს, პარტნიორებს იმედები და მოლოდინები გაუმართლოთ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა მალე სასიკეთოდ შეიცვლება.

მორიელი

საოცრად დადებითი ემოციები და ხალისიანი განწყობა გელით. სასიამოვნო საუბრები მეგობრებთან, მოგონებები, ახალი შთაბეჭდილებები დიდხანს გაგყვებათ.

მშვილდოსანი

დაკავდით საყოფაცხოვრებო საქმეებით, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. გაატარეთ დრო მშვიდ, კეთილგანწყობილ ადამიანებსა და ოჯახის წევრებთან.

თხის რქა

ნუ გაექცევით პრობლემებს. ყური მიუგდეთ ინტუიციას, თავს ნუ მოიტყუებთ, საჭიროების შემთხვევაში, მიაკითხეთ პროფესიონალებს და ენდეთ მათ რჩევებს.

მერწყული

მალე შესაძლოა, ახალი ფინანსური წყაროც გამოჩნდეს, მაგრამ დღეს ფული ჭკვიანურად დახარჯეთ, გარკვეული რესურსი კი სასურველია, სამომავლოდაც გადაინახოთ.

თევზები

ახლა საუკეთესო იქნებოდა გარემოს შეცვლა და ახალი პოზიტიური შთაბეჭდილებები, თუ გყავთ მეორე ნახევარი, სასურველია, რომანტიკულ ვახშამზე იფიქროთ.