"შეიძლება, ყველას ეს არ ესიამოვნოს, რასაც ახლა ვიტყვი..." - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება
1771870233
ასტროლოგი, ნინა ხომერიკი 23-დან - 27 თებერვლის რთული კვირის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„მეგობრებო დაიწყო საკმაოდ რთული კვირა, კერძოდ: 23 დან - 27 თებერვლის ჩათვლით ჩვენ უნდა გავიაროთ მარსისა და ურანის ზუსტი კვადრატი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ასპექტია ასტროლოგიაში, რომელსაც მოაქვს: გიჟური და არაადეკვატური იდეები, რომელიც თავის მხრივ იქნება დიდი კონფლიქტების მომტანი.
ასეთ დღეებში ეცადეთ არაფერი არ დაგეგმოთ, რადგან იმპულსურობა და მოუთმენლობა მოიტანს არასტანდარტულ მოქმედებებს, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმედგაცრუებას და ასევე ამ დროს მატულობს ტრავმების, ავარიებისა და ხიფათების საშიშროება.
აუცილებლად დაიცავით მოძრაობის წესები, ყურადღება მიაქციეთ ელ. გაყვანილობებს, არ დაგრჩეთ ჩართული ბუნებრივი აირი, რადგან მოსალოდნელია ავარიები, უბედური შემთხვევები, გაჟონვა, აფეთქებები და ა.შ. გარდა ამისა, ეს პერიოდი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ადამიანებისათვის, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, რადგან მაღალია რისკი ინფაქტების და ინსულტების განვითარების!!
აკონტროლეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ნერვიულ სისტემას. არასასურველი კვირაა ნებისმიერი სამედიცინო ჩარევებისთვისთვის. გისურვებთ მშვიდობას!"",- წერს ხომერიკი.