1771789041
ძლიერი შტორმის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აშშ-ის რამდენიმე შტატში
აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთით ზამთრის შტორმი მძვინვარებს, რის გამოც 59 მილიონი ადამიანი ამინდის საფრთხის შესახებ გაფრთხილების ზონაში მოექცა. სტიქიამ გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა, ნიუ-იორკში კი გადაადგილებაზე აკრძალვა დაწესდა.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აშშ-ის რამდენიმე შტატში, მათ შორის მასაჩუსეტსში, კონექტიკუტში, დელავერში, ნიუ-ჯერსისა და როდ-აილენდში. ქარბუქის გამო რამდენიმე შტატში მგზავრობაზე შეზღუდვები ან აკრძალვები დაწესდა, გაუქმებულია ათასობით ავიარეისი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა ორშაბათამდე გაგრძელდება.
მოსალოდნელია, რომ ეს იქნება ბოლო ათწლეულის ყველაზე ძლიერი შტორმი რეგიონის უმეტეს ნაწილში, რომელსაც თან ახლავს თოვლი, ძლიერი ქარი და სანაპირო ზოლის დატბორვა.











