გიორგი ჩაკვეტაძე ოპოზიციის ნაწილის განცხადებაზე: ,,კამიტის” ე.წ. სკანდალი ჩაგვივარდაო და დიდი აყალმაყალია ნაცებში. ,,ქიმიურ მოწამვლად” ცდილობენ გადააკეთონ, მაგრამ რაც ბუნებაში არ არსებობს, მისგან არაფერი გამოვა

გიორგი ჩაკვეტაძე

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე გავრცელებულ ცნობას იმის თაობაზე, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ “რაც ბუნებაში არ არსებობს, მისგან არაფერი გამოვა”.

მისი თქმით, სამწუხარო ის არის, რომ ამ სამარცხვინო ბრალდებაზე, ბოდიშის მომხდელი არავინაა. ,,კამიტის” ე.წ. სკანდალი ჩაგვივარდაო და დიდი აყალმაყალია ნაცებში.

,,ქიმიურ მოწამვლად” ცდილობენ გადააკეთონ, მაგრამ რაც ბუნებაში არ არსებობს, მისგან არაფერი გამოვა. არ გამიკვირდება, საუკუნის ამ აბსურდული კითხვარის პირველი და უკანასკნელი რესპონდენტი ის ,,ბუმბულგაცვენილი თუთიყუში” აღმოჩნდეს… უფრო სერიოზულად კი, საინტერესოა, ყველა ეს ორგანიზაცია რატომ დუმდა 2012 წლამდე, მაშინ, როდესაც საქართველოს ციხეებში პატიმრებს აწამებდნენ და რაც სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ არც 2012 წლამდე პატიმრების წამებაზე და არც ამ სამარცხვინო ბრალდებაზე, ამათგან ბოდიშის მომხდელი არავინაა.”- წერს ჩაკვეტაძე.