ძლიერი ლოცვა, რომელიც 23, 24 და 25 თებერვალს უნდა წაიკითხოთ - „ამას შეუძლია შეცვალოს შენი ცხოვრება“
1771875764
დღეიდან თუ უკრაინული მხარე სლოვაკეთს უკრაინის ენერგოქსელის სტაბილიზაციაში დახმარების თხოვნით მიმართავს, ის ასეთ დახმარებას აღარ მიიღებს, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინისთვის საგანგებო ელექტროენერგიის შეწყვეტა არის პირველი საპასუხო ნაბიჯი, რომლის გადადგმის უფლებამოსილებაც სლოვაკეთის მთავრობას აქვს, საერთაშორისო წესებისა და ვალდებულებების დარღვევის გარეშე.
მისივე თქმით, თუ უკრაინა ნავთობის ტრანზიტს არ აღადგენს, სლოვაკეთი მზადაა, მიიღოს შემდგომი ზომები, მათ შორის გადახედოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას.
„უკრაინული მხარე თუ კვლავ ზიანს მიაყენებს სლოვაკეთის ინტერესებს სტრატეგიული ნედლეულის მომარაგების კუთხით, სლოვაკეთის მთავრობა ასევე გადახედავს თავის კონსტრუქციულ პოზიციებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და შემდგომ ნაბიჯებს მოამზადებს“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.
ამასთან, სლოვაკეთის პრემიერის თქმით, „პრეზიდენტ ზელენსკის მტრული ქმედებების გამო უკრაინის წინააღმდეგ პირველი საპასუხო ზომების მიღებამდე“ დაინტერესდა მასთან საუბრით და პასუხის მიღებით, თუ როდის განახლდება და საერთოდ აღდგება თუ არა ნავთობსადენ „დრუჟბით“ ნავთობის მიწოდება.
„ჩვენ მივიღეთ შეტყობინება, რომ უკრაინის პრეზიდენტი საუბრისთვის მხოლოდ 25 თებერვლის შემდეგ იქნება მზად. წელს, სიტუაციის სერიოზულობისა და სლოვაკეთში გამოცხადებული ნავთობის საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ვითარებაში იძულებული ვართ, პირველი საპასუხო ზომა მივიღოთ. ის დაუყოვნებლივ გაუქმდება, როგორც კი სლოვაკეთში ნავთობის ტრანზიტი აღდგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სლოვაკეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე შემდგომ საპასუხო ზომებს მივიღებთ. მე ვთხოვე მონაწილეებს, სლოვაკეთის გადამცემი სისტემის 100%-იან აქციონერებს და ამ სააქციო და ამ სააქციო საზოგადოების უმაღლეს წარმომადგენლებს, შეწყვიტონ უკრაინისთვის საგანგებო ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვიტონ“, – განაცხადა ფიცომ.
ცნობისთვის, ნავთობსადენ „დრუჟბით“ ნედლეულის მიწოდება 27 იანვრიდან არის შეჩერებული. უკრაინული მხარის განცხადებით, მიზეზი ნავთობსადენზე განხორციელებული რუსული თავდასხმაა. სლოვაკეთი და უნგრეთი კი უკრაინას „შანტაჟსა“ და რუსული ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ.