9-15 ივნისი: რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ

ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

9 ივნისი
განახლების, მზრუნველობისა და ტრანსფორმაციის დღეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს თითოეული ადამიანი მომატებულ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობს, რომ გადადგას ნაბიჯი ცვლილებებისკენ. საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციისათვის, ზრუნვისა და სიყვარულის გამოხატვისათვის შესანიშნავი დღეა. ამიტომ, თუ დიდი ხანია, მეგობართან, ახლობელთან დაკავშირებას გეგმავთ, მაგრამ ვერ მოახერხეთ, ეს დღე გამოიყენეთ. კარგი დროა ახალი პროექტებისა და საქმეების დასაწყებად.

10 ივნისი
შესანიშნავი დღეა იმისათვის, რომ პრობლემები გადაჭრათ და საბოლოოდ მოაგვაროთ ის, რაზეც დიდი ხანია, ფიქრობთ. აქტიურობითა და თავდაჯერებულობის გამოვლენით იმაზე კარგ შედეგს მიიღებთ, ვიდრე ელოდებით.

 

11 ივნისი
 ამ დღეს შესაძლოა, ფინანსური არასტაბილურობა იგრძნოთ და იმაზე მეტი თანხა დახარჯოთ, ვიდრე გეგმავდით. ასტროლოგები მთავარი რჩევაა, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. გაუფრთხილდით ფინანსურ რესურსს და თანხის დახარჯვის საჭიროება კარგად შეაფასეთ. 

12 ივნისი
აღნიშნულმა დღემ შესაძლოა, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებები მოიტანოს. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. კონფლიქტების რისკი იზრდება, ამიტომ ფრთხილად იყავით. ასევე, ყველაფერი, რაც მოძველებული და არასაჭიროა, საბოლოოდ დაკარგავს აზრს და მიხვდებით, რომ სიახლეების დროა...ვრცლად