წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
დღეს სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესები გაიმართება. პროცესები გაიმართება როგორც სისხლის სამართლის საქმეზე, ისე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე.
მოსამართლე სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს. თავდაპირველად სასამართლო იმსჯელებს ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე. როგორც ცნობილია, მზია ამაღლობელს ადმინისტრაციული წესით სტიკერის გაკვრაზე ახალი ბრალი წარუდგინეს. ამის შემდეგ კი განახლდება სისხლის სამართლის საქმის განხილვა.
„მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის მეორეჯერ სამართლდება. რეჟიმში ვცხოვრობთ. ეს ხდება რუსეთში, სადაც სტიკერის გაკვრისთვის ადამიანებს აკავებენ. ამ და სხვა ფორმებით ცდილობენ, ქვეყანაში თავისუფალი და კრიტიკული აზრის გაქრობას“, – განაცხადეს სასამართლოსთან შეკრებილებმა.