"არ დაგვავიწყდეს, რომ მე ისევ შენი აგენტი ვარ, სუპერვარსკვლავო!" - ნუცა ბუზალაძეს ხელი 55 წლის დარენ პრინცმა სთხოვა

nutsa

ნუცა ბუზალაძეს ხელი მისმა მუსიკალურმა აგენტმა - დარენ ფრინსმა სთხოვა. 55 წლის დარენ ფრინსი ოცდაათი წელია შოუბიზნესში მოღვაწეობს და აქვს თავისი მარკეტინგ ჯგუფი. არის საკმაოდ წარმატებული მუსიკალური და სპორტული აგენტი. უამრავ ვარსკვლავთან უთანამშრომლია. ცხოვრობს ლოს-ანჯელესში.

ქართველი მომღერლის ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლის მიზეზიც უკვე ნათელი გახდა. ამას ამერიკელი აგენტიც ადასტურებს. როგორც დარენი სოციალურ ქსელში წერს, მათ შორის ურთიერთობა, სწორედ ნუცას ლოს-ანჯელესში გადასვლის შემდეგ გაღრმავდა. 

წყვილმა ფეისბუქის მეშვეობით ერთდროულად ამცნო ყველას დანიშვნის "ნიუსი". 

"როცა ლოს-ანჯელესში გადავედი, ჩვენი ურთიერთობა სულ სხვა დონეზე ავიდა. მივხვდი, რომ ჩემი გრძნობები მის მიმართ მხოლოდ პროფესიული აღარ იყო, ეს იყო ნამდვილი სიყვარული.

ხშირად ვლოცულობდი და ვთხოვდი უფალს, რომ გამოეგზავნა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ჩემს ღირებულებებს დააფასებდა, რომელიც სიგიჟემდე  შემიყვარებდა, რომელიც ყოველ დღე დედოფლად მაგრძნობინებდა თავს, გულით გამაცინებდა და თავს ყველაზე იღბლიან ქალად მაგრძნობინებდა და ღმერთმა ნამდვილად გამომიგზავნა ასეთი ადამიანი" - წერს ნუცა ფეისბუქზე.

 დარენი კი თავის პოსტში მადლობას უხდის ნუცას, რომ ხელის თხოვნაზე დადებითად უპასუხა.

დარენ ფრინსი: როგორც ამბობენ, "ღმერთი იცინის, სანამ ჩვენ გეგმებს ვაწყობთ". ნუცა ბუზალაძეს 2 1/2 წინ შევხვდი და დავიწყე მასთან მუშაობა; ეს იყო americanidol-ის ფინალში მისი საოცარი შესრულების შემდეგ. ჩვენ მაშინვე დავუკავშირდით ერთმანეთს ჩვენი ღვთის სიყვარულით, ჩვენ-ჩვენი სულიერი ცხოვრების წესით და საუკეთესო მეგობრები გავხდით. ერთმანეთს ძალიან ბევრ რამეს ვუზიარებდით ჩვენი პირადი ცხოვრების შესახებ.

წელს, როდესაც შენ გადაწყვიტე ლოს-ანჯელესში კარიერის გასაგრძელებლად გადმოსვლა, არცერთი ჩვენგანი არ მოელოდა იმას, რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ. ორივე ჩვენ-ჩვენი პიროვნული განვითარების რუტინით ვიყავით გართული და შენ ჩემიც დაამატე შენსას. სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენს შორის პასუხისმგებლობისა და სიყვარულის სიხშირის ნელ-ნელა ამოქმედება.

შენ უზარმაზარი გული და თავდაუზოგავი შრომის ეთიკა გაქვს, ყოველთვის ბედნიერი და ერთგული ხარ. გადამდები ენერგიით ანათებ ყველა ოთახს, რომელშიც კი შედიხარ. მაიძულებ, ყველანაირად უკეთესი ვიყო და ჩემთვის, შენს გვერდით ყოფნა, როგორც შენი დამცველისა და პროფესიული ხელმძღვანელისა, პრივილეგიაა.

მადლობა, რომ თქვი - კი 💍.

ძალიან მოუთმენლად ველი ჩვენს მომავალს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მე ისევ შენი აგენტი ვარ. სუპერვარსკვლავო! მოუთმენლად ველი, კიდევ როდის შთააგონებ მსოფლიოს უამრავ ქალს არა მხოლოდ შენი განსაცვიფრებელი ნიჭით, არამედ ღრმა შინაგანი მაკურნებელი მოქმედებით. როგორც ჩვენ ახლა ვიცით, სწორედ მაშინ შეიძენს ცხოვრება ახალ აზრს და ყველაფერი, რაც შენთვის იყო განკუთვნილი, შენს გზაზე მოვა. მიყვარხარ.