2024 წლის ნოემბრის 5 მნიშვნელოვანი თარიღი, როდესაც ადამიანებს პირადი ცხოვრების მნიშვნელოვნად შეცვლა შეუძლიათ

ასტროლოგიური პროგნოზი

 შემოდგომის ბოლო თვე ბევრი ადამიანისათვის ემოციურად რთული პერიოდია. მორიელის ენერგია მთელი თვის განმავლობაში არა მხოლოდ მოტივაციასა და შემართებას გვაძლევს, არამედ კომუნიკაციასაც ართულებს და შეთანხმებები მარტივად ირღვევა. ეს ყველაფერი კი პირად ურთიერთობებზეც აისახება. თუმცა, ასტროლოგებმა 2024 წლის ნოემბრისათვის დაასახელეს რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღი, რა დროსაც მარტოხელა ადამიანებს აქვთ შანსი, შეხვდნენ იმას, ვისაც დიდი ხანია, ელოდებიან ან არსებული ურთიერთობა შეცვალონ უკეთესობისკენ:

04.11.2024
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი, რა დროსაც შესაძლოა, თქვენთვის საინტერესო ადამიანს შეხვდეთ, 4 ნოემბერია. გამოჩნდება ადამიანი და გექნებათ განცდა, თითქოს, მას უკვე დიდი ხანია, იცნობთ და ენდობით. ნუ შეგეშინდებათ სიახლეების. თქვენი დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ იმ ადამიანებს, რომელთა მიზნებიც თქვენსას ემთხვევა. 

07.11.2024
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს თარიღი ძლიერი ენერგიით იქნება სავსე. მეტიც, შესაძლოა, ისეთი განცდა გვქონდეს, თითქოს წინ ბედისწერა მიგვიძღება. ნუ გაუწევთ ამ ძალას წინააღმდეგობას და აღნიშნულ დღეს სადმე გასვლაზე, მეგობრებთან შეკრებაზე, თუნდაც საქმიან ვიზიტებსა და შეხვედრებზე უარი არ თქვათ. შესაძლოა, ის ადამიანი, რომელთანაც უკვე დიდი ხანია, თანამშრომლობთ ან მეგობრობთ ახლა სულ სხვა კუთხით აღმოაჩინოთ და მასთან განსაკუთრებული ემოციური კავშირი იგრძნოთ.

11.11.2024
 ნუმეროლოგიაში 11.11 ენერგეტიკულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თარიღია და ამ დროს ყველა სფეროში წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი არსებობს. ენდეთ თქვენს ინტუიციას. აღნიშნულ თარიღზე შესაძლოა, არსებული ურთიერთობის გარდაქმნა ან ახალი კომუნიკაციის წამოწყება ყველაზე მეტად გაგიმარტივდეთ...  ვრცლად