ცესკო საზღვარგარეთ გახსნილი 52 უბნის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საზღვარგარეთ გახსნილი 52 უბნის შედეგების მიხედვით, ხმების 29.076%-ით (5489 ხმა) „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ლიდერობს.

მეორე ადგილზეა „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობა“, რომელმაც ხმების 20.839% (3934 ხმა) მიიღო.

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ შედეგია 17.735% (3348 ხმა).

„ძლიერი საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ 14.053% (2653 ხმა) აქვს მიღებული.

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ხმების 8.449% (1595 ხმა) მოიპოვა.

საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი.