1732216283
რა თქმა უნდა პრეზიდენტს შეუძლია უხეშად დაარღვიოს კიდევ ერთხელ კონსტიტუცია, მაგრამ ის პარლამენტის პირველ სხდომას ვერ დაბლოკავს, აქ არავითარი საბოტაჟის რესურსი მას არ აქვს - ირაკლი კობახიძე
რა თქმა უნდა პრეზიდენტს შეუძლია უხეშად დაარღვიოს კიდევ ერთხელ კონსტიტუცია, მაგრამ ის პარლამენტის პირველ სხდომას ვერ დაბლოკავს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან.
ჟურნალისტი დაინტერესდა - თუ პრეზიდენტმა საპარლამენტო სხდომა არ დანიშნა, რა მოხდება ამის შემდეგ, გახდება თუ არა ეს არჩევნების გადახედვის საფუძველი. მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთ შემთხვევაში არჩევნების შეჯამებიდან მეათე დღეს პარლამენტი თავისით შეიკრიბება.
„არა. არანაირად. პირველი სხდომის გამართვისთვის ათდღიანი ვადაა განსაზღვრული კონსტიტუციით. მეათე დღეს თავისით შეიკრიბება პარლამენტი და გაიმართება პირველი სხდომა. ამას უზრუნველყოფს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის ბიურო. ანუ, აქ არავითარი საბოტაჟის რესურსი პრეზიდენტს არ აქვს, რომც დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია უხეში ფორმით. აქ პრეზიდენტს მხოლოდ ფორმალური კომპეტენცია აქვს და აქაც რა თქმა უნდა მას შეუძლია უხეშად დაარღვიოს კიდევ ერთხელ კონსტიტუცია, მაგრამ ის პარლამენტის პირველ სხდომას ვერ დაბლოკავს“, - განაცხადა პრემიერმა.