მთავარი ნიშნები, რომ სისხლძარღვებში საშიში თრომბი გაქვთ
1714058496
ვერძი: მონდომებული და მიზანსწრაფული ხართ. შეძლებთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას და ინტერესების დაცვას. შესაძლოა, ფულის შოვნის კარგი შანსი გაგიჩნდეთ, რომელიც არ უნდა გაუშვათ ხელიდან.
კურო: რთულ სიტუაციებში მოუსმინეთ შინაგან ხმას. ეს დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში და პრობლემების მოგვარებაში. გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა თქვენს ავტორიტეტს გაზრდის.
ტყუპები: ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის ან უჩვეულო პროექტის დაწყებისთვის, რომელიც შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. ადამიანების მოხიბვლას ადვილად ახერხებთ – თქვენი გულწრფელობა გარშემო მყოფებს მაგნიტივით იზიდავს.
კირჩხიბი: ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობა და რთული საკითხების მარტო გადაჭრა მოგიწევთ. გარშემომყოფები ყურადღებას გიფანტავენ და გაღიზიანებენ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობები შეზღუდოთ და მარტო იმუშაოთ.
ლომი: პრობლემის გადაჭრას მხოლოდ არასტანდარტული მეთოდებით შეძლებთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ, რომ რაღაც მნიშვნელოვან და რთულ საკითხში წინსვლას მიაღწიოთ.
ქალწული: ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ ეცადეთ, ყველაზე რთული საქმე დაიწყოთ, რომელსაც დიდი ხანია, ვერ უმკლავდებით. ნუ დანებდებით, თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის.
სასწორი: დღის პირველი ნახევარი რთული და დაძაბული იქნება. უსიამოვნო სიტუაციები და დაპირისპირებები გელით, თუმცა საღამოს ვითარება შეიცვლება და მოულოდნელ საჩუქრებსა და სიურპრიზებს მიიღებთ.
მორიელი: მშვიდი და პოზიტიური დღეა, რომელიც ხელსაყრელია დიდი პროექტის დასრულების და საბოლოო პასუხების მისაღებად. შესაძლოა, უჩვეულო, საინტერესო პიროვნებას შეხვდეთ.
მშვილდოსანი: გარშემო მყოფების მიმართ ზედმეტად მკაცრი ხართ და მათგან ზედმეტად ბევრს მოითხოვთ. ეცადეთ, მეტი კომპრომისი გამოიჩინოთ, რათა დაპირისპირებები აირიდოთ.
თხის რქა: სწრაფი და პრინციპული მოქმედების დამსახურებით შეიძლება ამ დღეს ზოგ რთულ საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოთ. ყურადღება მიაქციეთ ბედისწერის მინიშნებებს და უსმინეთ საკუთარ ინტუიციას.
მერწყული: ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. პლანეტების განლაგება საშუალებას მოგცემთ, რომ დიდი მოცულობის სამუშაო სწრაფად და ხარისხიანად შეასრულოთ.
თევზები: მოემზადეთ რთული და კონფლიქტური დღისთვის. უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობაშიც კი დაპირისპირება გელით. ეცადეთ, ნაკლები ისაუბროთ და გარშემო მყოფები არ აკრიტიკოთ.