რატომ ვსუქდებით „ნერვიულობაზე“ და როგორ დავამარცხოთ კორტიზოლის მუცელი – ნატა გაგუას რჩევები
1764795505
„კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ კანონპროექტსა და მის თანამდევ საკანონმდებლო ცვლილებებს, დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს.
პროექტის მიხედვით, დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანები რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, საჭირო სერვისში ჩაერთვებიან.
„პრაქტიკულად გერმანული მოდელია გადმოღებული, რაც მათ შორის გულისხმობს, მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ კონკრეტული შემთხვევის მართვას და იმგვარი სერვისების შეთავაზებას არასრულწლოვანისათვის, რომელიც იქნება მისადაგებული მის საუკეთესო ინტერესებზე და იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მისი რეაბილიტაცია და გამოჩენილი მზრუნველობიდან გამომდინარე ის დროულად დაუბრუნდეს საზოგადოებას და გააგრძელოს როგორც განათლების მიღება, ისე დასაქმება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა.