ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
„დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი” - ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „დედოფალი“, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ უბანში, ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლშია დაბრძანებული.
მას ორი ახალგაზრდა მცველი ჰყავს - რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა. ხატი აბსოლუტური ანალოგია ივერიონში დაბრძანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც „პორტაიტისა“ ეწოდება.
წმინდა დედოფლის ხატი, რომელსაც უამრავი სასწაული უკავშირდება, ასევე სასწაულებრივად თავად ირჩევს, სად მიბრძანდეს - იქნება ეს ტაძარი, თუ კონკრეტული ადგილი, რათა მორწმუნეებს მასთან მიახლების საშუალება მიეცეთ.
ათონურ სიწმინდეთა ძალით შემოსილი ხატი - „დედოფალი“ უდიდესი სიყვარულითა და სითბოთი მოილოცა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ და „სიხარულის მომნიჭებელი“ უწოდა - ხატი საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელია.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მცველები, საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატის - „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" გამობრძანების შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ავრცელებენ:
„გააზიარეთ ეს სასიხარულო ინფორმაცია, რადგან უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეს.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ განცხადებას.
ჩვენ კიდევ ერთი დიდი დღესასწაული მოგიმზადეთ მამა გურამთან ერთად.
21 სექტემბერს დიდ დღესასწაულს გიმზადებთ. საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" და იერუსალიმის პატრიარქის, უნეტარესი თეოფილე მესამის მიერ საქართველოში გამოგზავნილი საკვირველმომქმედი ხატი "იერუსალიმის დედოფალი" გამობრძანებული იქნება ისნის რაიონში, მერვე ლეგიონის დასახლება, წულუკიძის ქუჩა წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში 12 საათიდან 17 საათამდე.
ამჯერადაც ხატების გამობრძანებისას შესაძლებლობა გექნებათ, ანთებული კანდელიდან სნეულთა საკურნებლად უსასყიდლოდ წაიღოთ კანდელის ზეთი, რომელიც უამრავი ადამიანის გადამრჩენელი გახდა დღევანდელ დღემდე. ( ზეთის წასაღებად იქონიეთ ახალი სამედიცინო შპრიცები, რითაც ამოვიღებთ ზეთს და გაგატანთ). ტაძარში იქნება დაუჯდომლებიც, ხატის ასლებიც, რომელნიც უდიდეს საკვირველებას ახდენენ აგერ უკვე მეათე წელია და თქვენს ოჯახებში უმეტესი თქვენგანი გრძნობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მანუგეშებელ თბილ ხელს.
მათ ვისაც კვლავ გადაწყვეტილი გაქვთ თქვენ სახელზე კანდელში ენთოს ზეთი და თქვენი შესაწირი გაუნაწილოთ მრევლს, ზეთი შეგიძლიათ პირდაპირ მოიტანოთ ჩვენთან, ხატის მცველებთან, რათა დავიცვათ მაქსიმალურად წესრიგი. დღის მანძილზე გვექნება არაერთი ჩართვა იერუსალიმის ეკლესიიდან და სწორედ ამიტომ, ზედმეტი რამ რომ არ ხვდებოდეს თვალს, თქვენი შესაწირი მალევე დატოვეთ ჩვენთან.
როგორც ყოველთვის, ახლაც დაიძვრება მთელი საქართველო, უამრავი ადამიანი ჩამოვა რეგიონიდან, როგორც უკვე გინახავთ, მოჰყავთ სნეულები კლინიკებიდანაც ზოგი საკაცით, ზოგი ეტლით, მაგრამ როგორც უკვე იცით, არავინ დარჩებით ისე, ვინც ხატს ვერ მოილოცავთ შესაბამისად, ტრადიციისამებრ დავიცვათ სიმშვიდე და რიგში დგომის დრო გამოვიყენოთ ლოცვისთვის.
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა არავინ დარჩეს გულდაწყვეტილი, რადგან. მუდამ ბევრი მომლოცველი ელის ამ დღეს და განსაკუთრებულად ისინი, ვისაც სნეული ჰყავთ და მძიმე განსაცდელის წინაშე დგანან დღეს. მომდევნო გამობრძანება მალევე ვერ იქნება გარკვეულ მიზეზთა გამო.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოგმადლოთ სიყვარული და მშვიდობა.
მცველნი საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატისა"დედოფალისა - სიხარულის მომნიჭებელისა"
გიორგი და ზურაბი“.