14 აპრ 10:42
4 აპრ 12:32
VIDEO: „ერთხელ და სამუდამოდ ავპინავ და პირდაპირ ნახავთ...“ - თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებსთამუნა მუსერიძე, რომელიც ასევე გახლავთ ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი, აქვეყნებს ვიდეომიმართვას, სადაც აღწერს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან იმ ადამიანებმა, ვინც ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს:„ერთხელ და სამუდამოდ ავპინავ და პირდაპირ ნახავთ თქვენ კითხვებზე პასუხს📣📣თუ ბიოლოგიურ მშობელს ეძებთ: მიდიხართ ტრეფიკინგის სააგენტოში, საბურთალოზე, ასათიანის 9 ნომერში. მიგაქვთ პირადობა და ითხოვთ დაბადების სააქტო ჩანაწერში მითითებულ პირველად სახელს და გვარს. მშობლის ნებართვა არ გჭირდებათ. თუ ეძებთ შვილს: სამშობიაროდან ითხოვთ სიმართლის წიგნის ამონაწერს, იუსტიციიდან კი , ბავშვის დაბადების და გარდაცვალების ცნობას. თუ გარდაცვალების ცნობა მოიძებნა, მაშინ გარდაცვალების აქტის ამონაწერს“,- წერს თამუნა ვიდეოს აღწერაში. View this post on Instagram A post shared by Tamuna Museridze (@tamuna_museridze)
1 აპრ 8:43
ამ კანონდარღვევისთვის, დღეიდან ჯარიმა 5000 ლარი იქნება - დეტალები
დღეიდან, საქართველოში, თამბაქოს ნაწარმი მხოლოდ სადა, სტანდარტული შეფუთვით გაიყიდება.კანონის თანახმად, ყველა ბრენდი ვალდებულია გამოიყენოს ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდისა და ქვესახეობის დასახელება, სამედიცინო გაფრთხილებებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით.თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია, თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დარღვევა 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.სიგარეტის ერთგვაროვანი შეფუთვის შესახებ რეგულაცია 2024 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მიიღეს და დღეიდან ის ძალაში შევიდა.
სხვა სიახლეები
სპორტი • 27 წუთის წინ
რა შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ
ჩემპიონთა ლიგის 1/4- ფინალის განმეორებით მატჩში „ვილა პარკზე“ „ასტონ ვილამ“ და „პსჟ“ 3:2 დაამარცხა. თუმცა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.პირველ შეხვედრაში პარიზელებმა 3:1 იმარჯვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი მატჩის ჯამში საბოლოო ანგარიში 4:5 დაფიქსირდა.ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე მოქმედება არ ჰქონია, თუმცა დაცვაში ბევრი იმუშავა.გამოცემა Sofascore-ი ქართველი ვინგერის თამაშს 6,6 ქულით აფასებს.footballnews
კრიმინალი • 36 წუთის წინ
რა მოხდა შარდენის 10 ნომერში - ახალი დეტალები ხდება ცნობილი
შარდენის 10 ნომერში მდებარე ღამის კლუბი, გამთენიისას სპეცოპერაციის ეპიცენტრი გახდა. გასართობი ობიექტიდან სამართალდამცველებმა 6 პირი ხელბორკილებით გამოიყვანეს.სომხეთის, რუსეთის, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეებს თაღლითობის მცდელობა ედებათ ბრალად. ექვსივე პირი ღამის კლუბის პერსონალია და პოლიციამ ისინი დანაშაულის ფაქტზე დააკავა. ჯგუფის წევრები კლიენტებს რეალურზე მეტის გადახდას სთხოვდნენ.„კურიერის“ ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფს ღამის კლუბის მეპატრონე, თეკლე ახალაძე ხელმძღვანელობდა. ის რუსეთის მოქალაქეა. 30 წლის ქალი პერსონალთან ერთად მოქმედებდა. კლიენტებთან მიმტანებს გაყალბებული ქვითრები მიჰქონდათ. უკმაყოფილების შემთხვევაში, საქმეში უკვე სხვა თანამშრომლები ერეოდნენ და სტუმრებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ.გეგმის სისრულეში მოყვანა 6 კაციანმა ჯგუფმა ვერ მოასწრო. ირკვევა რომ კლუბში მისული სტუმრები, არარეალურად გაზრდილი თანხის გადახდაზე უარს ამბობდნენ. "კურიერის" ინფორმაციით, თაღლითურ სქემას, 10-მდე დაზარალებული ჰყავს. ისინი სამართალდამცველებმა უკვე გამოჰკითხეს.დაკავებულები ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან და ბრალის წარდგენას ელოდებიან. .ღამის კლუბის მეპატრონე ბრალს არ აღიარებს. თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ სხვა დაკავებულებიც.შარდენის 10 ნომერში, ამ ღამის კლუბში საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაკავების ღონისძიება სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინებით ჩაატარეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-ვე პირს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
საზოგადოება • 41 წუთის წინ
„ამის შიში მქონდა... თურმე, ეს გარდაუვალია...“ - რა ასწავლა მტკივნეულმა გამოცდილებამ მარიკა თხელიძეს
მარიკა თხელიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, როგორ გაუშვა ადამიანების ნაწილი საკუთარი ცხოვრებიდან:„რაც მეორედ დავოჯახდი, ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ გამოიკვეთა. კარგად გამოჩნდა, ვისთან ურთიერთობა იყო ღირებული და გამოიკვეთნენ ადამიანებიც, რომლებიც ჩემ გვერდით არ უნდა ყოფილიყვნენ. ცხოვრებამ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა, ფილტრაცია მოხდა. სულ მეუბნებოდნენ, დადგება შენს ცხოვრებაში მომენტი, როცა შენ გარშემო მყოფი ადამიანები გაიფილტრებიანო. სიმართლე გითხრათ, ადრე ამის შიში მქონდა. რატომღაც მჯეროდა, ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში არ მოხდებოდა. თურმე, ეს გარდაუვალია. სინამდვილეში, ამის წყალობით, პიროვნულად ძალიან გავიზარდე…“,- ამბობს მარიკა თხელიძე.
ისტორიები • 42 წუთის წინ
ჰეტი გრინი - მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე ძუნწი.ქალი, რომელსაც ფულის დაზოგვის მიზნით წლების განმავლობაში ერთი კაბა ეცვა და საკუთარი შვილებისთვის სათამაშოებს არ ყიდულობდა. ინტუიციის, მათემატიკური შესაძლებლობებისა და პროგნოზირების უნარების უნიკალურმა კომბინაციამ საშუალება მისცა ჰეტი გრინს, გამხდარიყო ყველაზე მდიდარი ქალი მსოფლიოში, თუნდაც მიმდინარე თანამედროვე გაცვლითი კურსის თვალსაზრისით.1835 წლის 21 ნოემბერი - დაიბადა ჰენრიეტა ჰოლანდი რობინსონი ნიუ ბედფორდში, მასაჩუსეტსი. მამა ედუარდ მოტ რობინსონი (1800-1865) და დედა ები ჰოულენდი (1809-1860) იყვნენ მეგობრების რელიგიური საზოგადოების წევრები და ფლობდნენ ვეშაპების ბიზნესს.6 წლის ასაკში მან მამისთვის დაიწყო გაზეთებში საფონდო მოხსენებების კითხვა, რადგან მამას ცუდი მხედველობა ჰქონდა და დაინტერესდა ანალიტიკით. 1864 წელს მამა გარდაიცვალა და გეტიმ მემკვიდრეობით მიიღო $7,5 მილიონი. გააყალბა დეიდის ანდერძი.მამის ანდერძის თანახმად, 31 წლის ასაკში ჰენრიეტა გახდა 7,5 მილიონი დოლარის ნაღდი ფულის მემკვიდრე (დღევანდელი მდგომარეობით 107 მილიონი დოლარი). მამამ ძმებს უანდერძა ვეშაპის ბიზნესი, მაგრამ გრინს ეს არ აინტერესებდა.გარდაცვალების თარიღისთვის, გეტი გრინის მდგომარეობა თანამედროვე ფულში იყო 200 მილიონი დოლარი ( წლების გადაფასების მიხედვით, ეს არის 4,3 მილიარდი დოლარი). ფლობდა 8000 მიწის ნაკვეთს, სახლებით.მას არ ჰქონდა საკუთარი სახლი, გარდერობში ჰქონდა ერთი კაბა, რომელიც მას შემდეგ გამოიცვალა, როდესაც მთლიანად გაფუჭდა, ისევე როგორც საცვლები. არც ტრანსპორტი ჰყავდა, არც თბილი ტანსაცმელი, გამუდმებით ეძებდა ყველაზე იაფ საჭმელს ქალაქში და არ ჰყავდა მოსამსახურე. და იგივე დამოკიდებულება ჰქონდა ბავშვებთან. მისი სიძუნწე ლეგენდარულია.ჯერ კიდევ 1900 წელს, როცა საშუალო ამერიკელი ოჯახის შემოსავალი წელიწადში 500 დოლარს არ აღემატებოდა, ძუნწი 7 მილიონ დოლარს ფლობდა.არასდროს იყენებდა ცხელ წყალს, რადგან იმ დროს ძვირი ღირდა, გამუდმებით მხოლოდ ერთ კაბაში დადიოდა. როდესაც მან დაიქირავა მრეცხავი, იგი დაჟინებით მოითხოვდა, რომ საპნის ეკონომიის მიზნით, მხოლოდ კაბის ძირი და ჭუჭყიანი ლაქები გარეცხილიყო.წაკითხულ გაზეთებს ყიდდა, ხოლო რასაც ვერ ასაღებდა, თავისი და ბავშვების ტანსაცმლის ქვეშ ათავსებდა, რათა დაეზოგა თბილი ტანსაცმლის ყიდვაზე.მან შვილებს ეკონომიურობაც ჩაუნერგა, ყოველ კვირას მიჰყავდა ბაზარში, სადაც ყოველ პენსზე ვაჭრობდა, ყიდულობდა დამტვრეულ ფუნთუშებს, რადგან უფრო იაფი იყო.როდესაც მისი ვაჟი 11 წლის იყო, მან ფეხი დაიზიანა ციგაზე. დედას ფული ჰქონდა ქვეყნის საუკეთესო ექიმთან წასასვლელად, მაგრამ ღარიბების კლინიკაში წაიყვანა, რომ ფული საერთოდ არ გადაეხადა. მას შემდეგ რაც ექიმებმა იცნეს და უფასო მომსახურებაზე უარი თქვეს, მან აფთიაქში იყიდა ყველაზე იაფი ლოსიონები, რათა მტკივნეულ ადგილზე წაესვა. მოგვიანებით ბიჭს განგრენა დაემართა და ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. დედამ თავი დამნაშავედ იგრძნო და დაიწყო მეტი დროის დათმობა ბიზნესისთვის. მან ასევე არ გამოყო 150 დოლარი თიაქრის ოპერაციისთვის და ტკივილები სიკვდილამდე განიცდიდა ამას.მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში გეტი რობინსონ გრინს არც ერთი ცენტი არ გაუწირავს. გადასახადებს არ იხდიდა, მისთვის მხოლოდ ერთი აზრი იყო მიუღებელი - სახელმწიფოსთვის რაღაცის მიცემა. არასდროს ჰყოლია მანქანა.იარაღის ტარების ნებართვის მიღების შემდეგ, "უოლ სტრიტის ჯადოქარი" არ გაშორებია თავის რევოლვერს, მკვლელობის მუდმივი შიშით. ამიტომ, სტუმრად რომ მიდიოდა, თან საჭმელი მიჰქონდა, რომ არ მოეწამლათ.2 წლის ასაკიდან დედის მუდმივი ავადმყოფობის გამო ბაბუა გოგონას აღზრდით იყო დაკავებული. მან ასწავლა ფინანსური ანგარიშების წაკითხვა და საბუღალტრო ანგარიშების დათვლა. 13 წლის ასაკში ეწეოდა ბუღალტერიას და ზოგავდა ოჯახის ფულს, რომელიც სპეციალისტის მომსახურებაზე უნდა დახარჯულიყო. გეტის განათლება მოიცავდა 12 თვიან ბუღალტრულ კურსს, რადგან მან დატოვა ბოსტონის სკოლა დიპლომის გარეშე.გეტიმ ვერ დაინახა პერსპექტივები საოჯახო ბიზნესში, რადგან ვეშაპის ზეთის პოპულარობაზე, რომელსაც იყენებდნენ გათბობისა და განათებისთვის, ისევე როგორც ინდუსტრიაში, გავლენას ახდენდა ნავთის გამოჩენა. ერთის მხრივ, ტექნოლოგიურმა პროგრესმა განაპირობა ვეშაპების პოპულაციის გადარჩენა, რომელიც დიდი რაოდენობით განადგურდა, მეორე მხრივ, ოჯახური ბიზნესის დასრულება. ჩინეთთან ვაჭრობა ასევე არ იყო კარგი.ახალგაზრდა ქალბატონი პერსპექტივებს მხოლოდ საფონდო ბირჟაზე ხედავდა და დიდ ქალაქში გადასვლაზე ოცნებობდა, რაც მხოლოდ დედის გარდაცვალების შემდეგ მოხდა.გრინის მოწოდება საფონდო ბირჟა გახდა - მან ოსტატურად იწინასწარმეტყველა ცვლილებები აქციების ფასებში, იცოდა სად უნდა მოეხდინა ინვესტირება, რათა შემოსავალი მიეღო. ბირჟის ბევრი მონაწილე იმეორებდა მის ქმედებებს, ფულის შოვნის მიზნით, რადგან ყველა გარიგება მოგებიანი იყო.რამდენიმე წლის წარმატებული ვაჭრობის შემდეგ, მიიღო მეტსახელი "უოლ სტრიტის ჯადოქარი", ფასიანი ქაღალდების, უძრავი ქონების ფასებისა და პერსპექტიული ტენდენციების პროგნოზირების წარმოუდგენელი უნარის გამო.გეტიმ პირველი ინვესტიცია ბავშვობაში გააკეთა, როდესაც გახსნა საბანკო ანგარიში და დებდა ყველა ცენტს, რომელიც დაზოგილი იყო შესყიდვებზე და ნათესავების შეკვეთების შესრულებისთვის.19 წლის ასაკში მამამ ქალიშვილი მთელი ზამთარი ნიუ-იორკში გაგზავნა და 1000 დოლარი მისცა. „კაბებისა და სხვადასხვა ნივთებისთვის“. გეტი ძველი კაბით და გაცვეთილი ფეხსაცმლით დაბრუნდა, მკერდზე მიკრული ქაღალდების პაკეტით - ბანკის აქციებით.ამბობდნენ, რომ გეტიმ რამდენჯერმე იყენებდა მაგიდის ხელსახოცებს. თუ მათზე ლაქები არ იყო, წყალს ასხურებდნენ და უთოვებდნენ. ძვირად ღირებულ პროდუქტად მიჩნეული ვეშაპის ზეთის სანთლები სტუმრების წასვლამდეც კი ქრებოდა, სახლში იშვიათი მიღებების დროს. მეორე დღეს გრინი ყიდდა სანთლის მონარჩენს. ... წაიკითხეთ სრულად
შემთხვევა • 47 წუთის წინ
თურქეთში ტურისტული მიკროავტობუსი სატვირთოს შეეჯახა - არიან დაშავებულები
თურქეთში, ტურისტული მიკროავტობუსი სარწყავი წყლის ცისტერნას შეეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსში მყოფი 6 ადამიანი დაშავდა. მედიის ცნობით, დაშავებულია მიკროავტობუსის მძღოლი და 5 ტურისტი, მათ შორის, ერთი ბავშვია. დაშავებული ტურისტები დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან. დაშავებული ტურისტები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაწყებულია გამოძიება.