„მეორეს უთქვამს, არ უთხრა, საით მივდივართო...“ - რას ამბობს დაკარგული გოგონას დედა
1744712875
43 წლის პოპვარსკვლავი ბრიტნი სპირსი მექსიკაში დასასვენებლად გამგზავრებამდე აეროპორტში უცნაური ნივთით გამოჩნდა, რამაც საზოგადოების დაინტერესება და შეშფოთებაც გამოიწვია.
ფოტოებზე, რომლებიც ტაბლოიდურმა ჟურნალმა Page Six-მა გაავრცელა, ბრიტნის გვერდით მყოფი მამაკაცი, სავარაუდოდ, მისი პირადი დაცვა, ხელში პაწაწინა თოჯინას ატარებს, რომელიც ვარდისფერ საბანშია გახვეული - საბნიდან თოჯინას ფეხი და ტერფი მოუჩანს.
სპირსი, საზოგადოებრივ ადგილში გამოჩენისას ჩვეულებისამებრ, შენიღბული იყო — მას შავი ჰუდი, აწეული კაპიუშონი და მუქი სათვალე ეკეთა, რათა ვინაობა დაემალა.
თოჯინების განსაკუთრებული სიყვარული ბრიტნი სპირსს წარსულშიც არაერთხელ გამოუხატავს — ის მათ შესახებ ხშირად წერდა სოციალურ ქსელებში.
2021 წლის ოქტომბერში მან ერთ-ერთი თავისი თოჯინა გამომწერებს ვიდეოშიც კი აჩვენა, სადაც ცეკვავდა. პოსტის აღწერაში ბრიტნი წერდა: "ბავშვი მყავს, ხალხო… ცოტა ხანი სახლში გადაღებებს შევწყვეტ!!!"
მან ამ თოჯინას ბრენანი დაარქვა და დაამატა: "მისი ბავშვობის ოთახი ულამაზესია და ერთმანეთს ვგავართ კიდეც… წელს 40-ის ვხდები… ასაკი უბრალოდ რიცხვია, მაგრამ სერიოზულად – გაზრდა ყველაზე უაზრო რამაა, რაც კი შეგვიძლია გავაკეთოთ, ასე რომ, ითამაშეთ, მეგობრებო!!!"
როგორც ჩანს, ბრიტნი სპირსი თავის თოჯინებს მგზავრობისასაც არ შორდება, რამაც პოპვარსკვლავის მენტალურ ჯანმრთელობაზე მზრუნველი მსმენელი შეაშფოთა.