1715377414
1714988990
„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდებაფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში. @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸
1715377113
1715372670
1710493056
დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში
სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.
სხვა სიახლეები
ტაბლოიდი • 1715377649
სალომე კაპანაძის პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსში“ დარჩენის შემდეგ
„პრაიმ ჰაუსის“ გადაწყვეტილებით, პროექტში გამარჯვებისთვის ბრძოლას სალომე კაპანაძე განაგრძობს. გთავაზობთ მის პირველ კომენტარს:„ძალიან დიდი მადლობა პროექტს, თუ მიიღო იმის გადაწყვეტილება, რომ მე ვჭირდები ამ შოუს და საინტერესო ვარ. ვეცდები, გავამართლო იმედები და ზუსტად ამ გზით გავაგრძელო ჩემი „მოღვაწეობა“ (იცინის),“ - ამბობს სალომე კაპანაძე.
ტაბლოიდი • 1715377414
ვიქტორია ბარბაქაძის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც „პრაიმ ჰაუსში“ ხმის ლიდერი გახდა
„პრაიმ ჰაუსში“ ხალხის რჩეული ვიქტორია ბარბაქაძე გახდა. გთავაზობთ მის პირველ კომენტარს:„ძალიან დიდი მადლობა ყველას. მართლა არანორმალურები ხართ... ამ შედეგისთვის უღრმესი მადლობა. ყველაზე გამარჯვებული ვარ,“ - თქვა მონაწილემ.
ტაბლოიდი • 1715377229
მაზანას პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსის“ დატოვების შემდეგ
„პრაიმ ჰაუსი“ მაზანამ დატოვა, თუმცა, უკვე, ყოფილმა მონაწილემ, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.„არ მაინტერესებს,“ - უთხრა მან „პრაიმტაიმს“.
ტაბლოიდი • 1715377113
ცნობილია, ვინ დატოვა „პრაიმ ჰაუსი“
„პრაიმ ჰაუსი“ მაზანამ დატოვა.ხალხის რჩეული ვიქტორია ბარბაქაძე გახდა, ხოლო პროექტის გადაწყვეტილებით, გამარჯვებისთვის ბრძოლას სალომე კაპანაძე განაგრძობს.
საზოგადოება • 1715376707
ჩვეულებრივ, მაისში ვტკბებით თბილი ამინდით, მაგრამ 2024 წელს ბუნებამ უსიამოვნო სიურპრიზი მოგვიწყო: თითქმის მთელ ქვეყანაში ცივა და ზოგან თოვს კიდეც. უკვე საგულდაგულოდ ჩალაგებული თბილი ტანისამოსი ამოვიღეთ. ჩნდება კითხვა: რატომ აცივდა ასე მოულოდნელად? მეტეოროლოგებს ამის ახსნა აქვთ.ცივი ამინდი და დაბალი ტემპერატურა ჩრდილოეთიდან, არქტიკიდან მოვიდა. მეორეც, ცივი ნაკადები ჩამოვიდა ზემოდან, სტრატოსფეროდან.სიცივე ძლიერმა ციკლონმა - ატმოსფეროში მბრუნავმა დიდმა მორევმა მოიყვანა. ის კოსმოსიდან ჩანს ISS-ის ეკიპაჟისთვის თეთრი სპირალის სახით და შეგვიძლია გავიგოთ, რომ ციკლონის ზონაში ვართ მოღრუბლული ამინდით, ხშირი წვიმებით და ძლიერი ქარით. ციკლონები შეიძლება იყოს თბილი, მაგრამ 2024 წლის გაზაფხულის ბოლოს ცივ ქარიშხალში აღმოვჩნდით.ერთი ციკლონი ბალტიისპირეთიდან შემოვიდა, შემდეგ მას კიდევ ერთი ატმოსფერული მორევი შეუერთდა და მისი ძალა გაზარდა. ციკლონი არა მხოლოდ გაიზარდა სიგანეში, არამედ მიაღწია დიდ სიმაღლეებს. მეტეოროლოგები მიიჩნევენ, რომ ის აღწევს სტრატოსფერომდე, დედამიწის ატმოსფეროს ფენას, რომელიც იწყება ზღვის დონიდან 10 კილომეტრის სიმაღლეზე და გრძელდება დაახლოებით 50 კილომეტრის სიმაღლეზე. ანუ, ციკლონი ავიდა თვითმფრინავის ფრენის არეალზე უფრო მაღლა. სტრატოსფეროში ყოველთვის ძალიან ცივა და ეს ყინულის ნაკადი ახლა ჩვენკენ ეშვება.