„4 გოგო და + ბიჭი...“ - ვინ არის წყვილი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვს
1734101460
ბლოგერი უჩა აბაშიძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მისთვის, ჯერჯერობით, ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ.
ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ იარაღებიდან, რომლებიც უჩა აბაშიძის სახლიდან ამოიღეს, მხოლოდ ორი მათგანი არის ნამდვილი და ისინი ოფიციალურად არის რეგისტრირებული მის სახელზე, დანარჩენი კი სათამაშო პლასტმასის ე.წ. სპორტული თამაშის "სტრაიკ ბოლის" იარაღებია. რაც შეეხება კიბერ თავდასხმის მუხლით მიმდინარე გამოძიებას, ადვოკატი ამბობს, რომ აბსურდული ბრალდებაა. მისი თქმით, გამოძიებას, არცერთი მიმართულებით, პერსპექტივა არ აქვს.
"ჩვენთვის უცნობია, მას რას ედავებიან. მისვლის დროს პოლიციელებმა უთხრეს, რომ იძიებდნენ ტრეფიკინგის საქმეს. ჩაატარეს ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოიღეს სათამაშო პლასტმასის ე.წ. სპორტული თამაშის "სტრაიკ ბოლის" იარაღები და ორი რეგისტრირებული იარაღი. ეს არის იმის საილუსტრაციო მაგალითი, რომ პოლიციამ არ იცოდა, რისთვის იყო მისული. კიბერთავდასხმა ისეთივე აბსურდული ბრალდებაა, როგორც იარაღის შეძენა-შენახვა. უჩა ჰაკერი არ არის, მას არც პროფესიული ცოდნა აქვს რაიმე აიტი სერვისებზე თავდასხმისა და არც შესაბამისი აღჭურვილობა. მე არ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით გამოძიებას რაიმე პერსპექტივა აქვს. გამოძიებას არ აქვს პერსპექტივა არც სხვა მიმართულებით," - აცხადებს შოთა თუთბერიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უჩა აბაშიძე სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე კიბერ შეტევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა. მას ორი მუხლით ედავებიან. ეს არის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის კომპიუტერული მონაცემის ხელყოფა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა. გამოძიების ინფორმაციით, ჩხრეკის დროს, ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.