ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1750359420
საქართველოს „ევროვიზიის“ ფინალში გასვლის შემდეგ, მომღერალი ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს და გულშემატკივრებს მადლობას უხდის.
„მინდა, ყველას უღრმესი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, განსაკუთრებით, ჩვენს ემიგრანტებს, რომლებსაც ჩემი კარიერის განმავლობაში არც ერთხელ მივუტოვებივარ და ასე მოხდა გუშინაც! მე თქვენ მაძლიერებთ! თუ გუშინ ერთ ადამიანს მაინც მივანიჭე სიხარული ჩვენი წარმატებით, ეს უკვე ჩემთვის დიდი გამარჯვებაა. წინ ფინალია და მთელი ჩემი ენერგიით, მონდომებით და შემართებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სცენაზე საქართველოს კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამოსვლა ნახოთ“, - წერს მომღერალი.