5:35
25 თებ 15:14
გურიაში, მეხანძრე-მაშველები კიდევ ერთ ოჯახს დაეხმარნენ და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანესლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუნში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს, დიდთოვლობის გამო, საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაუზიანდა. მეხანძრე-მაშველებმა სახლში მყოფი ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
28 მარ 13:50
25 მარ 20:10
18 მარ 6:53
კარგი სიახლე, რომელიც პირველი მაისიდან ამოქმედდება - საყურადღებო ინფორმაცია
სესხის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიო მცირდება."ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში" ცვლილებები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ძალაში 1-ლი მაისიდან შევა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.ცვლილებების მიხედვით, ფიზიკური პირებისა და ორ მილიონ ლარამდე მოცულობის ჯამური ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხის/კრედიტის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა ნაცვლად დღეს არსებული 2%-ისა 0.5%-მდე მცირდება."ცვლილებების შედეგად შემცირდება ვალდებულების ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას.მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით, პირველად, დოკუმენტალურ ოპერაციებზე (აკრედიტივი, დოკუმენტალური ინკასო, საბანკო გარანტია, აქცეპტები და სხვა), წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ზედა ზღვარი 2%-ის ოდენობით განისაზღვრა. ვინაიდან ეს საკითხი დოკუმენტალურ ოპერაციებთან მიმართებით დღემდე რეგულირებული არ იყო და პრაქტიკაში უფრო მაღალი საკომისიოების დაწესების შემთხვევებიც გვხვდებოდა, სებ-მა მიზანშეწონილად ჩათვალა მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შესაბამისი ცვლილებები შესულიყო" - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
8 მარ 17:05
საყურადღებო ინფორმაცია სესხის აღების მსურველებისთვის
24 თებ 19:11
სხვა სიახლეები
საზოგადოება • 16 წუთის წინ
ჯარიმა 5000 ლარი იქნება - მომავალი კვირიდან მნიშვნელოვანი რეგულაცია ამოქმედდება
მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან, საქართველოში, თამბაქოს კონტროლის რეფორმების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია ამოქმედდება.თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტიზებული შეფუთვით იქნება ნებადართული, – ინფორმაციას ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს.თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, კანონის თანახმად, ყველა ბრენდი ვალდებულია, გამოიყენოს ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდისა და ქვესახეობის დასახელება, სამედიცინო გაფრთხილებებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით.„სადა შეფუთვა მიზნად ისახავს თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირებას, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში. კვლევების თანახმად, სტანდარტიზებული შეფუთვა ამცირებს თამბაქოს მოხმარების დაწყების ალბათობას და ხელს უწყობს მოწევის შეწყვეტას.აღსანიშნავია, რომ თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაცია 2018 წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის და მათი სახელისუფლებო ლობისტების ზეწოლით საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელდა და რეგულაციის ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო. რეგულაციის გადავადების ერთ-ერთი მიზეზის თანახმად, თამბაქოს ინდუსტრია ცვლილებებისთვის მზად არ იყო. ასევე მანიპულირებდნენ რუსეთ-უკრაინის ომით, სადაც საწარმოო პროცესი არ გაჩერებულა. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესების უგულვებელყოფის ხარჯზე, ყოველ ჯერზე გაითვალისწინა ინდუსტრიის მოთხოვნები და პროფესიული ორგანიზაციების მოწოდება, არ დაეჭირათ მხარი რეგულაციის გადავადებისთვის და უზრუნველეყოთ მისი დროული ამოქმედება.თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაციის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. მიუხედავად გადავადებებისა და ინდუსტრიის წინააღმდეგობისა, რეგულაციის ამოქმედება ხელს შეუწყობს თამბაქოს მოხმარების შემცირებას და საზოგადოების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკვე თებერვალში დაფიქსირდა თამბაქოს ზოგიერთი მწარმოებლის მიერ სავაჭრო ქსელებში სადა შეფუთვით სარეალიზაციოდ სიგარეტების შეტანის ფაქტები. პირველი აპრილიდან კი, ყველა დარღვევაზე მოხდება შესაბამისი რეაგირება. საჯარიმო სანქცია ამ შემთხვევაში 5 000 ლარია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საზოგადოება • 50 წუთის წინ
კადრები შემთხვევის ადგილიდან, სადაც ხანძარს მოხუცი ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა
თბილისში, ვარკეთილში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ხანძარი მე-7 სართულზე გაჩნდა.„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი მოხუცი ქალბატონია.ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.ნახეთ, კადრები ადგილიდან:
პოლიტიკა • 55 წუთის წინ
მაკა ბოჭორიშვილი გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) აზიისა და ევროპის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
2025 წლის 28 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) აზიისა და ევროპის რეგიონულ დირექტორს, რეჯინა დე დომინიჩის შეხვდა.შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები. მათ შორის, საუბარი შეეხო 2026-2030 წლებში UNICEF-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ ქვეყნის საპროგრამო დოკუმენტის (CPD) შემუშავების პროცესს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხებზე.საუბარი შეეხო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ბავშვთა უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას.შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისათვის მზადყოფნა.
საზოგადოება • 7:43
შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, ახალ რეგლამენტთან დაკავშირებით, ბიზნეს სექტორთან შეხვედრა გაიმართა
შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახალ რეგლამენტზე მუშაობს.უწყების ცნობით, უსაფრთხოების ნორმები, რომელთაც ახალი ტექნიკური რეგლამენტი ადგენს სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებთან და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის პრინციპს ეხება.„შემუშავებული დოკუმენტი დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ ბიზნესის წარმომადგენლებს გაუზიარეს. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მოთხოვნები, რომელთაც ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს. ბიზნესის წარმომადგენლებმა ცვლილებების ინიციატორებს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.ახალ რეგლამენტებზე მუშაობა შრომის უსაფრთხოების კანონისა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიმდინარეობს. შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგია, ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია და მთავრობის სხვადასხვა უწყების წარმომადგენელიც ესწრებოდა", - აღნიშნულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
მსოფლიო • 7:38
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ დღეს ოფიციალურად მიიღო შეერთებული შტატებისგან წიაღისეული რესურსების შესახებ შეთანხმების ვერსია.„რამდენიმე ხნის წინ ვიცე-პრემიერმა იულია სვირიდენკომ აშშ-ის ხაზინის მდივანთან ბესენტთან ორმხრივი კონტაქტის დროს შეთანხმების ვერსია მიიღო. ეს არის სრულიად განსხვავებული დოკუმენტი. არის მასში ბევრი რამ, რაც არ იყო ნახსენები და ასევე გამოჩნდა რაღაცები, რაც მხარეებმა ადრე უარყვეს. მოდით, იურისტებმა შეადარონ ყველა ეს შეთანხმება. უკვე ბევრია და მე მივიღებ იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენმა მხარემ ოფიციალურად მიიღო. უკრაინის კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ ჩვენი კურსი ევროკავშირისკენაა. არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, არის შესაბამისი ნაბიჯები. არაფერია, რაც შეიძლება ემუქრებოდეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.