მეგან მარკლმა ონლაინ-მაღაზია გახსნა, რომლის საშუალებითაც მისი თაყვანისმცემლები იმ მოდური ნივთების შეძენას შეძლებენ, რომლებიც სასექსის ჰერცოგინიას მოსწონს

მეგან მარკლი

სასექსის ჰერცოგინიამ ონლაინ-მაღაზია გახსნა, რომლის საშუალებითაც მის თაყვანისმცემლებს იმ ნივთების, აქსესუარების და საიუველირო ნივთების შეძენის საშუალება აქვთ, რომლებიც მეგან მარკლს განსაკუთრებულად მოსწონს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ShopMy - ასე ჰქვია მეგან მარკლის ონლაინ-მაღაზიას. სასექსის ჰერცოგინიას განცხადებით, ონლაინ-მაღაზიაში ის ნივთები და კოლექციები მოხვდა, რომლებიც მას განსაკუთრებით უყვარს.

ცნობისთვის, ის სამოსი, რომელშიც მეგან მარკლი ადრე საზოგადოებაში გამოჩნდა, სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმებზე წამებში გაიყიდა. მათ შორის იყო Line the Label-ის თეთრი პალტო. ის მას 2017 წლის ნოემბერში ეცვა, როდესაც პრინც ჰარიზე დანიშვნის შესახებ განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ამის შემდეგ ბრენდზე მოთხოვნა ისე გაიზარდა, რომ საიტს ტექნიკური პრობლემებიც კი გაუჩნდა.

ერთი თვის შემდეგ მეგან მარკლი Strathberry-ის ჩანთით გამოჩნდა, რომლის ღირებულებაც 675 დოლარი იყო. 11 წუთში გლობალურ ბაზარზე ამ ბრენდის ეს კონკრეტული მოდელი სრულიად გაიყიდა.