1743406626
მეგან ფოქსი მეოთხე შვილის დედა გახდა - ფოტო

ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მოდელი, მეგან ფოქსი მეოთხე შვილის დედა გახდა.
მეგანმა სასიხარულო ამბავი საკუთარ ინსტაგრამზე გააზიარა. ახალშობილის სახელი წყვილს ჯერ არ დაუსახელებია, მაგრამ უკვე გამოქვეყნდა ბავშვის პირველი ვიდეო. კადრებში მამას გოგონას ხელი უჭირავს.
"ის ბოლოს და ბოლოს აქ არის. ჩვენი სამოთხის პატარა თესლი", - დაწერა ბავშის მამამ.
აღსანიშნავია, რომ მშობიარობამდე ორი თვით ადრე ფოქსმა რეპერთან დაშორება გამოაცხადა. მიზეზი შემსრულებლის არაერთი ღალატი გახდა. თუმცა, ვიდეოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქალიშვილის გულისთვის მსახიობმა გამონაკლისი დაუშვა და ბეიკერს გოგონას ნახვის უფლება მისცა.
ეს მათი პირველი შვილია ერთად. 38 წლის მეგანი ყოფილ ქმართან ბრაიან ოსტინ გრინთან ერთად უკვე ზრდის სამ ვაჟს, ნოვას, ბოდჰის და ჯოურნის.