ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

pensia

1710406857

პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე, 150 000-მდე პირს საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება

„ლიბერთი“ ბანკი საპენსიო სესხებზე პროცენტის კლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით.„ლიბერთი“ აცხადებს, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით. კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.ამ ცვლილების შედეგად 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს.დეტალები და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ https://bit.ly/3TAQ4Pt„ლიბერთი“ აგრძელებს უფროსი ასაკის ადამიანებზე ზრუნვას და მათთვის გაუმჯობესებული მომსახურების შეთავაზებას, რასაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ასრულებს ლიბერთის გუნდის თითოეული წევრი.„ლიბერთის“ მიზანია ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად. ბოლო წლებში მიღებული ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება მომხმარებელთა საჭიროებებზეა ორიენტირებული, რაც მომავალშიც გაგრძელდება და ბანკის მხრიდან არაერთი სასარგებლო სიახლე დაანონსდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი”

ისტორიები 1714903624

კომაში მყოფ პაციენტს ნათლიამ ხატის ასლი თავთან დაუდო... უცებ ბავშვი თავისი ფეხით გავიდა ოთახიდან - ხატი, რომელიც უამრავ სასწაულს ახდენს

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „დედოფალი სიხარულის მომნიჭებელი“,  რომელსაც ორი ახალგაზრდა მცველი ჰყავს - რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა, აბსოლუტური ანალოგია, ათონის მთაზე ივერონის მონასტერში დავანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, რომელსაც „პორტაიტისა“ (კარიბჭისა) ეწოდება.ხატის მცველები „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ათონის მთაზე და იერუსალიმში მოგზაურობის შესახებ, საინტერესო ისტორიებს ჰყვებიან და აცხადებენ, რომ „სიხარულის მომნიჭებელი" პატრიარქმა უწოდა:მე და გიორგის ცოცხალი კონტაქტი გვაქვს ღვთისმშობელთან. ალბათ, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს ქრისტიანი, როცა ვინმე დახმარებას გვთხოვს, უკვე ვიცით, როგორ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავეხმაროთ.არის შემთხვევები, როცა ადამიანს მივუთითებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ სულ სხვა რამეს აკეთებს და ეს ისტორია, სამწუხაროდ, ცუდად მთავრდება.თითქმის ათი წელია, რაც ხატს - „დედოფალი“ დავაბრძანებთ, ადრეც თხოვნით მოგვმართავდნენ, ხატის გამობრძანებას.გთავაზობთ მცირე ამონარიდს ვრცელი ინეტრვიუდან- უამრავ სასწაულს ჰყვებიან ხატზე...სიმართლე გითხრათ, არც ვიცი რა ჩამოვთვალო.პაციენტს, რომელიც კომაში იმყოფებოდა, ნათლიამ ხატის ასლი მიუტანა და თავთან დაუდო. ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი იყო. უცებ ხედავენ, რომ თავის ფეხით გამოვიდა ოთახიდან - ბავშვს თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა, უმძიმეს მდგომარეობაში იყო...იერუსალიმში, მაგალითად, ერთ მომლოცველს ხატი "დედოფალი" ესაუბრებოდა, ეს ზეთისხილის მთაზე მოხდა. ეს კაცი, ხატის წინ მუხლებზე დაეცა და წამოიძახა - „ის მე მესაუბრება, ღვთისმშობელი, მესაუბრება". როდესაც ვკითხეთ, თუ რა უთხრა მას ღვთისმშობლის ხატმა, მან ისეთი რამ გვითხრა ხატის ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ მცველებმა ვიცოდით და არავის ეცოდინებოდა, მეტადრე უცხო კაცს იერუსალიმში.საქვეყნოდაა ცნობილი ის ფაქტი, რომ ღვთისმშობლის ხატის ასლებზე, რეპროდუქციებზე, დედა ღვთისას ხელები თბილი აქვს და ამას, ასიათასობით მომლოცველი შეიგრძნობს, მაგრამ ცხადია, ეს ფაქტი, უკლებლივ ყველამ არ იცის მაინც.იერუსალიმში როდესაც ვიყავით, აღდგომის ტაძარში იყო ერთი მორჩილი, სამოც წლამდე მამაკაცი, რომელსაც ვხვდებოდით, რომ დიდი განსაცდელები ჰქონდა.ერთ დღეს ტაძრის ატრიუმში შეგვხვდა და გამოველაპარაკეთ, საკმაოდ პირქუში და უსიტყვო კაცი იყო, შემდეგ სანუგეშებლად ხატის ასლი მივეცით და საუბარი გავაგრძელეთ.მორჩილმა არ იცოდა რომ ხატს ხელები უთბებოდა და შესაბამისად, არც ის, რომ ეს მხურვალება, ზოგჯერ ძალიან მატულობს. საუბრისას, უცებ ამ კაცმა ყვირილი დაიწყო - „ვიწვი, ვაიმე ვიწვი ფეხები სულ გამიცხელდა და ეს ცეცხლი ზემოთ ამოდისო",ჩვენ მას ვუთხარით, რომ ეს ხატიდან მოდიოდა და დავამშვიდეთ. უცებ როდესაც გაიაზრა, თუ რაოდენ დიდი ცხოველმყოფელობა და ნუგეში იყო ეს, ადამიანმა იერი იცვალა, თითქოს, სახე გაუნათდა, გაებადრა და უდიდესი მადლიერებით აივსო.როდესაც ხატს განსაკუთრებულ წმინდა ადგილებზე დავაბრძანებთ, ეს მხურვალება სულ მატულობს და მატულობს. წმინდა მიწაზე მოგზაურობის დროს, ისე ხდებოდა, რომ ძირითადად, გიორგი იღებდა ვიდეო მასალას და ხატი მე მეპყრა. წაიკითხეთ სრულად

mamao

საზოგადოება 1714902214

VIDEO: „ჩვენი გარდაცვალება უნდა იყოს ზეიმი, ისეთი, როგორიც ცხოვრებაში არასდროს გვქონია... “ - მამა თეოდორე გიგნაძე

როგორ უნდა იქცეს ჩვენი გარდაცვალება ჩვენსავე ზეიმად? - ამის შესახებ დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ქადაგებისას საუბრობს.ვრცლად ↓

აღდგომა წითელი კვერცხი

საზოგადოება 1714901805

როდის უნდა გავიდეთ საფლავზე - როგორია ეკლესიის პოზიცია

აღ­დგო­მის მე­ო­რე დღე, ორ­შა­ბა­თი, საფ­ლავ­თა კურ­თხე­ვის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს შეღებილი კვერცხით, პასკებითა და სხვა სანოვაგით დატვირთული ადამიანები ოჯახის წევრების და ახლობლების საფლავზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ.აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ლიტანიობის შემდეგ საფლავზე გასვლა ნებისმიერს შეუძლია, თუმცა სიხარულით და მიცვალებულისთვის აღდგომის მისალოცად. როგორც სასულიერო პირები გვეუბნებიან, მთავარია აღდგომის დღესასწაულზე საფლავზე გლოვით არ მივიდეთ.ქრისტიანული მრწამსით, გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული საიქიო სამყაროში გადაინაცვლებს, რაც მასთან კიდევ შეხვედრის შანსია. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კი, მართლმადიდებლური რწმენის მიხედვით, საყოველთაო აღდგომას, მარადიულ სიცოცხლეს ეძღვნება.აღდგომას საფლავზე გასვლის ტრადიცია საქართველოში ათწლეულებია დამკვიდრდა და მას საყოველთაო ხასიათი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი საფლავებზე აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს გადის, ეკლესია გვეუბნება, რომ ამ ტრადიციას მართლმადიდებლობასთან არაფერი აკავშირებს.თეოლოგთა აზრი სასულიერო პირებისას ემთხვევა. ორშაბათს საფლავზე გასვლის ტრადიცია ათწლეულების წინ ჩამოყალიბდა და მას თავიდანვე განსხვავებული დატვირთვა ჰქონდა.საეკლესიო კანონიკის მიხედვით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ლიტანიობის შემდეგ საფლავზე გასვლა შეგვიძლია, თუმცა მხოლოდ სიხარულით და მიცვალებულისთვის აღდგომის მისალოცად.

კვერცხი

საზოგადოება 1714900304

საიდან გაჩნდა სააღდგომოდ კვერცხების დარტყმის ტრადიცია?

აღდგომა უდიდესი რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც ხალხში ყოველთვის უამრავი ტრადიცია ახლდა, მათ შორის - კვერცხის წითლად შეღებვა და სააღდგომო კვერცხების ერთმანეთზე დარტყმა, რასაც დღემდე ყველა ქრისტიანულ ოჯახში ასრულებენ.გადმოცემის თანახმად, ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ.მაცხოვრის მიმდევარი მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა. ის ქვეყნის მმართველ ტიბერიუსს წარუდგინეს. იმდროინდელი წესის თანახმად, იმპერატორთან წარდგენილს მისთვის ძღვენი უნდა მიეტანა.მარიამმა იმპერატორს კვერცხი უძღვნა და ახარა: ქრისტე აღსდგა!ეს ისევე შეუძლებელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება, - უპასუხა იმპერატორმა, მაგრამ სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხმა ფერი იცვალა და გაწითლდა.ეს მოვლენა გახდა იმის დასაბამი, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ.რაც შეეხება კვერცხების დარტყმას, ევროპელმა მეცნიერებმა სცადეს, გაერკვიათ, საიდან მოდის და რას გულისხმობს ეს ტრადიცია.მანამდე არსებობდა რამდენიმე ვერსია, მათ შორის:ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჩვენს წინაპრებს სადღესასწაულო სუფრა ღმერთისთვის განკუთვნილ წმინდა ადგილად მიაჩნდათ, აქედან გამომდინარე, კვერცხების ერთმანეთზე მირტყმა, სიმბოლურად, ქრისტესთან მისალმებას უნდა ნიშნავდეს.კიდევ ერთი ვერსია გვამცნობს, რომ სანამ კვერცხებს მიარტყამდნენ, ადამიანები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, მზად იყო თუ არა მათი ოჯახები თესვის დასაწყებად. ოჯახის უფროსს, რომლის კვერცხიც ტყდებოდა, ახალს აძლევდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მის ოჯახს გაძლიერება სჭირდება.ვერსიების შეგროვებისა და ძველი მითოლოგიის საკითხების შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რიტუალი სრულიად სხვა, განსაკუთრებულ მოვლენას უკავშირდება.მოგეხსენებათ, რომ აღდგომა გაზაფხულის დღესასწაულია და სწორედ იმ დროს დგება, როცა ყინული ტყდება და მის ქვეშ მიწა გამოცოცხლებას იწყებს.მეცნიერების აზრით, კვერცხების მირტყმის ტრადიცია სწორედ ყინულის ტყდომას და ხანგრძლივი ძილისგან გამოღვიძებას ნიშნავს.კვერცხის გატეხით თითქოს სიცოცხლეს ვათავისუფლებთ ყინულის მარწუხებიდან.

ლიტურგია

რეგიონი 1714899616

ირაკლი ჩიქოვანი სააღდგომო ლიტურგიას ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში დაესწრო

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი სააღდგომო ლიტურგიას ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში დაესწრო. ირაკლი ჩიქოვანმა ადგილობრივებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ზუგდიდელებს თანადგომა აღუთქვა და განაცხადა, რომ ნებისმიერი პოზიციიდან, ზუგდიდის და ზუგდიდელების მხარდამჭერი და ხმა იქნება.საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სააღდგომო ლიტურგიას ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში სახელმწიფო რწმუნებულთან და ზუგდიდის მერთან ერთად დაესწრო. სადღესასწაულო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ აღავლინა.თავდაცვის მინისტრობამდე, ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.