1765544637
1764145577
LIVE: პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენპარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლა დაიწყო. ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესის ფარგლებში იმყოფება.უმაღლესი განათლების რეფორმა, 6,5-მილიარდიანი უპრეცედენტო ინვესტიცია და „იგლ ჰილსთან“ ერთად განსახორციელებელი პროექტი - ეს ის საკითხებია, რომელზეც ირაკლი კობახიძე ისაუბრებს.აღნიშნულთან დაკავშირებით, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, პარლამენტის სასახლეში მოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
1765398825
1765395799
1761843619
სოციალური მომსახურების სააგენტო მარჩენალდაკარგული პირებისთვის ყოველთვიურად დახმარებას გასცემს. აღნიშნული დახმარება ენიშნებათ:საქართველოს მოქალაქეებს;საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს;სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულ პირად?მარჩენალდაკარგული პირი არის ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი (შვილები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე.ვის ენიშნება სოციალური პაკეტი მარჩენლის გარდაცვალების გამო და რა ოდენობით?საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შვილებს 18 წლის ასაკამდე - ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 144 ლარის ოდენობით, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - 194 ლარის ოდენობით;სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შვილს 18 წლის ასაკამდე - ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 122 ლარის ოდენობით, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - 172 ლარის ოდენობით;პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი პირის შვილს 18 წლის ასაკამდე - ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 107 ლარის ოდენობით, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - 157ლარის ოდენობით;სხვა თითოეულ მარჩენალდაკარგულს 18 წლის ასაკამდე - ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - 150ლარის ოდენობით;ვის უნდა მიმართოთ სოციალური პაკეტის დასანიშნად?სოციალური პაკეტის დასანიშნად განცხადება უნდა წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.რა საბუთებია საჭირო სოციალური პაკეტის დასანიშნად? სოციალური პაკეტის დასანიშნად განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:მაძიებლის დაბადების მოწმობა (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი), კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - ორივე მშობლის გარდაცვალების მოწმობა;ქმედუუნარო პირის/მხარდაჭერის მიმღები პირის შემთხვევაში - მშობლის ან მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - საინფორმაციო ბარათი, გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, რომლითაც დასტურდება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრება;საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ;ომში ან ომის შემდგომ პერიოდში ომის მონაწილის გარდაცვალების გამო - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების გამო - სასამართლოს გადაწყვეტილება გარდაცვლილი პირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ.
სხვა სიახლეები
სამართალი • 1765561826
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელებში მომხდარი ძალადობის და განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 18 მარტს, სოფელ ღულელებში, ბრალდებულმა დანით დაჭრა დაზარალებული, ხოლო მეორე დღეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მას, რითაც განზრახ შეუქმნა საფრთხე სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო.მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19,109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საზოგადოება • 1765561272
გელა ბარკალაიამ მოდელ რძალს და შვილიშვილებს ოქროს სამკაულები აჩუქა, თავისი ინიციალებით
ცნობილი ბიზნესმენი, „მათე მოტორსის“ დამფუძნებელი გელა ბარკალაია მორიგ ვიდეოს აქვეყნებს. ლაივში გადასცა მან საახალწლო საჩუქრები შვილიშვილებს და რძალს, რომელიც დედის საფლავზე დანიშნა.ამჯერად მოდელ რძალს - სალომე სალაყაიას და შვილიშვილებს ძვირად ღირებული ოქროს სამკაულები გადასცა, მისივე ინიციალებით. მისი თქმით, ციხეში ყოფნისას გაიცნო ოქრომჭედლები, რომლებსაც უმაღლესი ხარისხის ოქროთი დაამზადებინა ეს ძვირფასეულობა.მან სხვა საჩუქრებიც გადასცა შეკრებილებს, მათ შორის იყო "აიფონ 17", წლობით ყულაბაში ნაგროვები თანხა და ა.შ.,,რასაც ახლა მე ვაკეთებ, სურვილი მაქვს, ყველას ბაბუამ გაუკეთოს თავის შვილიშვილებს მთელ საქართველოში. ყველას ჰქონოდეს საშუალება, - აღნიშნავს ბიზნესმენი.
ფინანსები • 1765561103
ნახეთ, დოლარის და ევროს ფასი 13 დეკემბრისთვის
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6985 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6991 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1640 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 3.1582 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილება 0.0058 ლარი შეადგინა.
მსოფლიო • 1765561020
კიბოს თავდაპირველი დიაგნოზიდან 2 წლის შემდეგ, მეფე ჩარლზი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარს აპირებს
კიბოს თავდაპირველი დიაგნოზიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, მეფე ჩარლზი აპირებს გამოაქვეყნოს "პირადი შეტყობინება" მისი ჯანმრთელობის შესახებ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.გამოცემის ცნობით, მეფე ჩარლზი 12 დეკემბერს Channel 4-ის ეთერში გამოჩნდება სპეციალური წინასწარ ჩაწერილი მიმართვით, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. ეს გადაწყვეტილება მონარქისთვის უჩვეულოა, რადგან სამეფო ოჯახი იშვიათად ავრცელებს ასეთ პერსონალურ განცხადებებს ფართო აუდიტორიისთვის.მეფეს კიბო 2024 წლის თებერვალში დაუდგინდა. მას შემდეგ ჩარლზი რეგულარულ მკურნალობას გადის და დროებით შეამცირა საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობა, თუმცა სახელმწიფო საქმეებში ჩართულობა არ შეუწყვეტია.Daily Mail-ის ცნობით, მისი ახალი მიმართვა Stand Up To Cancer 2025-ის კამპანიის ფარგლებში გადაიცემა. მეფე ხაზს უსვამს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობას და პირად გამოჯანმრთელების გზასაც ეხმიანება. კამპანიის წამყვანი იქნება დავინა მაკკოლი, რომელმაც თავადაც გააზიარა კიბოსა და კეთილთვისებიანი ტვინის სიმსივნის გამოცდილება.მიუხედავად დიაგნოზისა, ჩარლზი ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ აქტიურია - წელს ხუთი სახელმწიფო ვიზიტიც ჩაატარა. ბუკინგემის სასახლე ამ ეტაპზე კვლავ არ აკონკრეტებს კიბოს ზუსტ ტიპს ან მკურნალობის დეტალებს.
საზოგადოება • 1765560800
გეტყვით 4 პროდუქტს, რომელთა ყიდვაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება - ექიმი საზოგადოებას მიმართავს
ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ასახელებს 4 ტიპის საკვებს, რომლებიც ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საზიანოა და სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის:- სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად ჩვენივე ონკოლოგიური დაავადებების მიზეზი ვართ ხოლმე. როცა მაღაზიაში შევდივართ, უმეტესად, ისეთ რაღაცებს ვარჩევთ, რაც მალე მზადდება. გეტყვით 4 პროდუქტს, რომელთა ყიდვაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მნიშვნელობა არ აქვს თქვენს ასაკს:სწრაფი კვების საშუალებები, როგორებიცაა, სნექები, ჩიფსები თუ სხვა - ძალიან ცუდი საკვებია, განსაკუთრებით ონკოლოგიის განვითარების კუთხით. ჩემი რჩევა იქნება, რომ მსგავს საკვებს მაქსიმალურად მოვერიდოთ.გაყინული პროდუქტებში ძალიან ბევრი შემნახველი საშუალებაა დამატებული, რომ არ გაფუჭდეს და დიდხანს გაძლოს. ის რაღაცები, რაც საკვებს ინახავს, ჩვენში ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს. ამიტომ, გაყინული ხორცპროდუქტები არ შევიძინოთ.მოვერიდოთ სწრაფ სუფებს. წყალი რომ უნდა დავასხათ და 5 წუთში მომზადდება... ასეთი საშინელი პროდუქტის მიღება სასტიკად არ შეიძლება. ჯანმრთელობისათვის ძალიან სახიფათოა.სამწუხროდ, საქართველოში ალკოჰოლი ძალიან პოპულარულია. დოზას მნიშვნელობა არ აქვს, ერთი ჭიქაც კი სახიფათოა. ჩემი ძალიან მყარი რჩევა იქნება, რომ ალკოჰოლი მაქსიმალურად შევამციროთ.თუ განსაკუთრებული დღეა და უნდა მივიღოთ, მცირე რაოდენობით მივირთვათ, მაგრამ, ადამიანს, რომელსაც C და B ჰეპატიტი აქვს და ალკოჰოლსაც იღებს, რას ელოდება? ალკოჰოლი შეიძლება, ძალიან ბევრი ონკოლოგიური დაავადების მიზეზი იყოს. უფრო ზუსტად, ალკოჰოლის მიღება ოთხი სიმსივნის განსაკუთრებული მიზეზი შეიძლება გახდეს. ესენია: ქალბატონების შემთხვევაში, სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები, ხახის, საყლაპავისა და ღვიძლის სიმსივნეები.


































