„ასეთი ძლიერი მიწისძვრა არ მახსოვს!... მთელი უბანი გარეთ ვართ“ - ქართველები იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შესახებ

მიწისძვრა

იტალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.ბიძგების სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა.

ეპიცენტრი ნეაპოლი იყო.

მომხდარის შესახებ ქართველი ემიგრანტები სოციალურ ქსელში წერენ:

„19 წელია ნეაპოლში ვცხოვრობ. ასეთი ძლიერი მიწისძვრა არ მახსოვს ! მთელი ჩემი უბანი გარეთ ვართ. შუქებიც გაითიშა...

მეგონა თავბრუ დამეხვა, ავდექი კედელსღა მივეყუდე... ისედაც ძალიან ცხელოდა დღეს 43 გრადუსი იყო,წნევაც დამივარდა და ესღა მინდოდა. სულ ქანაობდა ყველაფერი...“

ფოტოს ავტორი: ჟურნალისტი, ხათუნა შარაძე