რატომ ვიღვიძებთ ღამის 3-4 საათზე? – ძილის დარღვევის შესაძლო მიზეზები
1792527867
თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვს, რომელმაც საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა.
ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 3 წლის ვადით საქართველოში შემოსვლა აეკრძალა.
თავად ალექსანდრე პოპოვმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ჩადენილს აღიარებს.
„პირობას გაძლევთ, მსგავსი რამ არ განმეორდება“, - აღნიშნა პოპოვმა.