1751398465
1747811762
დატბორილი ქუჩები და წყალში მოცურავე ავტომობილები - რა ვითარებაა ამ დროისთვის საფრანგეთში, სადაც წყალდიდობააწყალდიდობა საფრანგეთში - სანაპირო ქალაქ ლე ლავან-დუში, ძლიერი შტორმის გამო, ქუჩები დაიტბორა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი დაკარგულად ითვლება.
1751377573
1747773456
კრედიტის ლიმიტი 200 000 ლარამდე იზრდება - დეტალები
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროკრედიტის ლიმიტი ორმაგდება.კერძოდ, ამოქმედდა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე იზრდება.როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ, ახალი პროდუქტები და მომსახურებები შესთავაზონ საკუთარ მომხმარებლებს. ამასთან, როგორც მარეგულირებელში განმარტავენ, ეს ნაბიჯი სექტორის გაჯანსაღებასაც შეუწყობს ხელს.ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროსესხების ლიმიტი ბოლოს 2017 წელს შეიცვალა, როცა ის 50 ათასიდან, 100 ათას ლარამდე გაიზარდა.საქართველოში 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, რომელთა საკრედიტო პორტფელების ჯამური მოცულობა 2 მილიარდ ლარს შეადგენს.აქედან სესხების 95% ფიზიკურ პირებზე მოდის. რაც შეეხება შემოსავლებს, 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, მისოების საპროცენტო შემოსავლები 31 მილიონი ლარით, 463 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამასთანავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა წინა წელთან შედარებით 134 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს მაჩვენებელი კი 8 მილიონი ლარით მეტია 2023 წლის მოგებასთან შედარებით.
სხვა სიახლეები
განათლება • 1751414508
რა შეღავათებით ისარგებლებენ აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე - დეტალები
შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა იმ აბიტურიენტების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე სპეციფიკური გარემოს შექმნას საჭიროებენ.ისინი სხვადასხვა შეღავათებით ისარგებლებენ. - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ავრცელებს:გამოცდაზე შესვლა ურიგოდტერიტორიაზე შესვლა მანქანით, დახმარება გადაადგილებაში, კომფორტული სკამიშეუძლია გამოკვებოს ჩვილი და ეს დრო დაემატოს გამოცდაზესაგამოცდო ტექსტის დიდი შრიფტით დაბეჭდვასაგამოცდო დროის გაორმაგებასპეციალური ხმოვანი პროგრამაპასუხების ვორდის ფაილში აკრეფაუცხო ენის გამოცდაზე დინამიკთან ახლოს მოთავსებაწერითი დავალებებისთვის დამხმარის დანიშვნაუცხო ენის გამოცდის მოსმენის ნაწილისთვის წამკითხველის დანიშვნა, რომელიც წაუკითხავს დავალებას ნელა და გარკვევითგადიდებული რუკა ისტორიის გამოცდისთვისსექტორი კონდიციონერის გარეშეთუ გამოცდის დღეს იქნება ორსული ან ახალი ნამშობიარები -გამოცდაზე შესვლა ურიგოდ, კომფორტული სკამი, პოზის შეცვლა/სიარული, საგამოცდო დროის გაზრდა საათზე 5 წთ.
ქვიზი • 1751414371
რა გსურთ ურთიერთობისგან - ეს ტესტი ამის გარკვევაში დაგეხმარებათ
ეს ტესტი სწრაფად და ზუსტად განსაზღვრავს, თუ რა როლს თამაშობთ, როცა შეყვარებული ხართ.რა დაინახეთ პირველი 1. ვინსენტ ვან გოგის სახეთუ პირველად ვან გოგის სახე დაინახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობაში შემოქმედებითი პიროვნება ხდებით. ნერვიულობთ იმაზე, რომ ზოგჯერ თქვენი ცუდი განწყობა ადამიანებს გაშორებთ. შედეგად, ზღვა ურთიერთსაპირისპირო ემოციებს განიცდით. გთხოვთ, შეწყვიტეთ ფიქრი: „თუ ჩემთან არ შეგიძლია იყო ის, ვინც ხარ, შენ მე არ მიმსახურებ“. ცუდი განწყობა ყველას აქვს. 2. ქალი შლიაპითთუ წინ მიმავალ ქალს ხედავთ, თქვენ სრულად უზრუნველ ადამიანად აჩვენებთ თავს , როცა შეყვარებული ხართ. წარსულში, უკვე გქონდათ ურთიერთობა, სადაც თქვენ ბევრად უფრო მეტი შფოთვა გიწევდათ, ვიდრე თქვენს პარტნიორს შეეძლო გამკლავებოდა. არ გჭირდებათ იმის დამალვა, თუ ვინ ხართ სინამდვილეში და თავის მოჩვენება, რომ ყველაფერი წესრიგშია. არ შეგეშინდეთ, მოუყვეთ იმის შესახებ, რაც თქვენ გაშინებთ ან თქვენს პარტნიორს ანერვიულებს. ყველას შეიძლება ჰქონდეს შიში ან უკმაყოფილება, ეს ნორმალურია.3. სახლი შორსთქვენ ველური პარტნიორი ხდებით და არ გაშინებთ ის, რაც თქვენს ირგვლივ ხდება. თუ ადამიანი გიყვართ, რომელიც მზადაა თქვენთან ერთად თავგადასავლებში გადაეშვას, გაოცებული დარჩებით, როცა შეხვდებით წყვილებს, რომლებიც მზად არიან შაბათს 20:30 წუთზე საძინებელში დაწვნენ. თქვენ შეგიძლიათ გამოხატოთ სიყვარული და დარჩეთ ის, ვინც ხართ.4. მჯდომარე მამაკაციდა ბოლოს, თუ ცენტრში მამაკაცი დაინახეთ, ურთიერთობაში ყოველთვის თავს აჩვენებთ იმ ადამიანად, რომლის დანახვაც თქვენს პარტნიორს სურს. თუ თქვენ პარტნიორს უყვარს სუში, ცდილობთ მის ოსტატურად მომზადებას იმის მიუხედავად, რომ თევზი არ გიყვართ. საქმე ის არაა რომ თქვენ არ იცით, თუ ვინ ხართ, უბრალოდ იმაში, რომ ზოგჯერ ნერვიულობთ, რომ ეს საკმარისი არაა.
მსოფლიო • 1751414349
მექსიკაში, კრემატორიუმში 383 "დაყრილი" ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებსაც კრემაცია არ ჩაუტარდათ
პოლიციამ მექსიკის ქალაქ სიუდად-ხუარესში კერძო კრემატორიუმში ერთმანეთზე უწესრიგოდ "დაყრილი" 383 ცხედარი და 6 სხვა ადამიანის ნეშტის ნაწილები აღმოაჩინა, რომლებსაც კრემაცია არ ჩაუტარდათ.ჩიუაუის შტატის პროკურატურის სპიკერის, ელოი გარსიას თქმით, ცხედრები კრემატორიუმის შენობის სხვადასხვა ოთახში "ერთმანეთზე იყო დალაგებული". მანვე დაამატა, რომ ცხედრები "უბრალოდ იატაკზე ერთმანეთზე დაყრილი იყო ასე, განურჩევლად".ცხედრებს ბალზამირება ჩატარებული ჰქონდათ. ჩიუაუის შტატის პროკურორის თანახმად, ზოგიერთი ცხედარი კრემატორიუმში შესაძლოა 3 და 4 წლის განმავლობაში ყოფილიყო. მისივე თქმით, კრემატორიუმის მფლობელი და თანამშრომელი დააკავეს.სამართალდაცავებმა ჯერჯერობით არ იციან, თუ რა მიზეზით იყო ცხედრები კრემატორიუმში განთავსებული.„ვინ იცის, რა იყო ამ პირთა ფარული მოტივი, რადგან ამ რაოდენობის შენახვა გაფიქრებინებს, რომ მომსახურებას არც უწევდნენ". - თქვა პროკურორმა.ამასთან, პროკურატურის სპიკერმა აღნიშნა, რომ კრემატორიუმი კრემაციის შედეგად დარჩენილი ფერფლის ნაცვლად გარდაცვლილთა ოჯახებს "სხვა მასალას" აწვდიდა.გარსიას თანახმად, კრემატორიუმის მფლობელებმა "დაუდევრობა და უპასუხისმგებლობა" გამოავლინეს. მისივე თქმით, ყველა კრემატორიუმმა იცის, კრემაციის ჩატარება დღიურად რამდენი ცხედრისთვის შეუძლია.
დედაქალაქი • 1751414195
ნახეთ მისამართები, სადაც 2 ივლისს შუქი გაითიშება
ქსელში გადართვების გამო 2 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.„თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს:სამგორის რაიონი00:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, დიდი ლილოს დასახლების, პატარა ლილოს დასახლების, სამგორის დასახლების, ნავთლუღი-2 დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, აფრიკის დასახლების, ლოჭინის ხევის, მებაღეობის, ქიზიყის, გუმათჰესის, მოსკოვის, ჭიჭინაძის, ფრისის, წუწუნავას, გიორგი გურჯიევის, გიორგი გვაზავას, ნიკოლოზ აფხაზის, ლოჭინის, ჯამბულ წურწუმიას, ჯავახეთის, ლევან რაზიკაშვილის, მიხეილ ცისკარიშვილის, ტიმოთე გაბაშვილის, თურაშაულის, გიორგი ოდიშელიძის, თურმანაულის, ველის, სავანის, ფრონეს, ირინა შტენბერგის, ენგურჰესის, ქინძმარაულის, აკაკი ფაღავას, გიორგი მაჩაბლის, ილია ბახტაძის, მერაბ ქვილითაიას, მიხეილ გრიგორაშვილის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, ნავთისხევის, გიორგი გურგენიძის, შალვა ნებიერიძის, ბესო ბერიას, ცისარტყელას, გიორგი მაჩაბლის და იდუმალის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ასტროლოგია • 1751405946
ზოდიაქოს ამ ნიშნებს დაწინაურება და ფინანსური შემოსავლის ზრდა ელით - ნახეთ ვინ არიან მათ შორის
ზოგიერთი ადამიანი ბევრს შრომობს და გრძნობს, რომ არ იღებს საკმარის შედეგს. სხვებს მეტი იღბალი აქვთ. როგორც ჩანს, ფული მათკენ მდინარესავით მიედინება. ისინი ადვილად უკავშირდებიან ფულის გამომუშავების პროცესს. ზოდიაქოს რომელი 5 ნიშანია ასეთი იღბლიანი?ფული კუროსკენ მდინარესავით მიედინებაასტროლოგები აღნიშნავენ ნიშნის მიზანმიმართულობას. ეს არის ის, ვინც იზიდავს ფინანსურ იღბალს. არ შეიძლება ითქვას, რომ კუროს არ აქვს გამომუშავებული ის კაპიტალი, რაც აქვს. ეს ძირითადად მისი დამსახურებაა.თუმცა, პლანეტების დახმარებაც უნდა შეფასდეს. ვენერამ ყველაზე მეტი გააკეთა კუროსთვის. ის ამ ნიშნის მმართველია. სწორედ ეს პლანეტა ანიჭებს მიწიერი ტრინის წარმომადგენლებს ამდენ იღბალს, ფინანსურ სექტორში. უფრო მეტიც, ისინი ახალგაზრდობაშიც კი ახერხებენ შთამბეჭდავი კაპიტალის მოზიდვას.ფული მდინარესავით მიედინება ქალწულებისკენამ ნიშნის წარმომადგენლებს ფინანსებთან მარტივი ურთიერთობა აქვთ. ქალწულებს უყვართ ფული, ფულს კი ქალწულები. ამიტომ, ფინანსური იღბალი ამ ნიშანს მოჰყვება.ქალწულები მცირე ასაკიდან რაციონალურად მართავენ თავიანთ სახსრებს. ჯერ ისინი ინვესტირებას ახდენენ მათ განვითარებაში, შემდეგ კი იწყებენ კაპიტალის დაგროვებას. მათ აქვთ მრავალი საინვესტიციო პროექტი, შენატანები და დეპოზიტები. ზოგჯერ უახლოესმა ადამიანებმაც კი შეიძლება არ იცოდნენ მათ შესახებ.ფინანსური იღბალი მშვილდოსანს მიჰყვებაეს ზოდიაქოს წრის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ნიშანია. ფულს ძალიან მარტივად შოულობს. მშვილდოსნებისთვის ეს გადარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ, ის ყველაფერს აკეთებს ფინანსური უსაფრთხოების მისაღწევად.მშვილდოსანი თვალყურს ადევნებს დროს და ამაყობს დიდი რაოდენობით შესაბამისი ცოდნითა და უნარებით. ფული მასთან მდინარესავით მოედინება, რადგან მან იცის როგორ გამოიმუშაოს იგი. და ამისთვის ის დიდ ძალისხმევას არ იღებს..ფინანსებში ლომები საკმაოდ იღბლიანები არიანლომები ყოველთვის ცდილობენ გაზარდონ თავიანთი ცხოვრების კომფორტი. ისინი ამას ადვილად აკეთებენ. პირველ რიგში, შესანიშნავი ადაპტაციის გამო. ისინი სწრაფად ეჩვევიან ცვლილებებს და ახალ გარემოებებს.ლომს არ ეშინია კონკურენციის. ის საკუთარ თავში დარწმუნებულია და ამიტომ მზადაა იბრძოლოს თავისი ოცნებების ასრულებისთვის. თანდაყოლილი ლიდერის თვისებები საშუალებას გაძლევთ სრულყოფილად აჩვენოთ საკუთარი თავი და ნიჭი სამსახურში. ამიტომ ლომებისთვის დაწინაურება უფრო ადვილია, ვიდრე სხვებისთვის... სრულად