1751399667
რა გსურთ ურთიერთობისგან - ეს ტესტი ამის გარკვევაში დაგეხმარებათ

ეს ტესტი სწრაფად და ზუსტად განსაზღვრავს, თუ რა როლს თამაშობთ, როცა შეყვარებული ხართ.
რა დაინახეთ პირველი
1. ვინსენტ ვან გოგის სახე
თუ პირველად ვან გოგის სახე დაინახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობაში შემოქმედებითი პიროვნება ხდებით. ნერვიულობთ იმაზე, რომ ზოგჯერ თქვენი ცუდი განწყობა ადამიანებს გაშორებთ. შედეგად, ზღვა ურთიერთსაპირისპირო ემოციებს განიცდით. გთხოვთ, შეწყვიტეთ ფიქრი: „თუ ჩემთან არ შეგიძლია იყო ის, ვინც ხარ, შენ მე არ მიმსახურებ“. ცუდი განწყობა ყველას აქვს.
2. ქალი შლიაპით
თუ წინ მიმავალ ქალს ხედავთ, თქვენ სრულად უზრუნველ ადამიანად აჩვენებთ თავს , როცა შეყვარებული ხართ. წარსულში, უკვე გქონდათ ურთიერთობა, სადაც თქვენ ბევრად უფრო მეტი შფოთვა გიწევდათ, ვიდრე თქვენს პარტნიორს შეეძლო გამკლავებოდა. არ გჭირდებათ იმის დამალვა, თუ ვინ ხართ სინამდვილეში და თავის მოჩვენება, რომ ყველაფერი წესრიგშია. არ შეგეშინდეთ, მოუყვეთ იმის შესახებ, რაც თქვენ გაშინებთ ან თქვენს პარტნიორს ანერვიულებს. ყველას შეიძლება ჰქონდეს შიში ან უკმაყოფილება, ეს ნორმალურია.
3. სახლი შორს
თქვენ ველური პარტნიორი ხდებით და არ გაშინებთ ის, რაც თქვენს ირგვლივ ხდება. თუ ადამიანი გიყვართ, რომელიც მზადაა თქვენთან ერთად თავგადასავლებში გადაეშვას, გაოცებული დარჩებით, როცა შეხვდებით წყვილებს, რომლებიც მზად არიან შაბათს 20:30 წუთზე საძინებელში დაწვნენ. თქვენ შეგიძლიათ გამოხატოთ სიყვარული და დარჩეთ ის, ვინც ხართ.
4. მჯდომარე მამაკაცი
და ბოლოს, თუ ცენტრში მამაკაცი დაინახეთ, ურთიერთობაში ყოველთვის თავს აჩვენებთ იმ ადამიანად, რომლის დანახვაც თქვენს პარტნიორს სურს. თუ თქვენ პარტნიორს უყვარს სუში, ცდილობთ მის ოსტატურად მომზადებას იმის მიუხედავად, რომ თევზი არ გიყვართ. საქმე ის არაა რომ თქვენ არ იცით, თუ ვინ ხართ, უბრალოდ იმაში, რომ ზოგჯერ ნერვიულობთ, რომ ეს საკმარისი არაა.