რა შეღავათებით ისარგებლებენ აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე - დეტალები

გამოცდა

შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა იმ აბიტურიენტების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე სპეციფიკური გარემოს შექმნას საჭიროებენ.

ისინი სხვადასხვა შეღავათებით ისარგებლებენ. - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ავრცელებს:

გამოცდაზე შესვლა ურიგოდ

ტერიტორიაზე შესვლა მანქანით, დახმარება გადაადგილებაში, კომფორტული სკამი

შეუძლია გამოკვებოს ჩვილი და ეს დრო დაემატოს გამოცდაზე

საგამოცდო ტექსტის დიდი შრიფტით დაბეჭდვა

საგამოცდო დროის გაორმაგება

სპეციალური ხმოვანი პროგრამა

პასუხების ვორდის ფაილში აკრეფა

უცხო ენის გამოცდაზე დინამიკთან ახლოს მოთავსება

წერითი დავალებებისთვის დამხმარის დანიშვნა

უცხო ენის გამოცდის მოსმენის ნაწილისთვის წამკითხველის დანიშვნა, რომელიც წაუკითხავს დავალებას ნელა და გარკვევით

გადიდებული რუკა ისტორიის გამოცდისთვის

სექტორი კონდიციონერის გარეშე

თუ გამოცდის დღეს იქნება ორსული ან ახალი ნამშობიარები -გამოცდაზე შესვლა ურიგოდ, კომფორტული სკამი, პოზის შეცვლა/სიარული, საგამოცდო დროის გაზრდა საათზე 5 წთ.