,,გონს რომ მოვიდა, ბავშვები მოიკითხა…” - იმერეთში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები
1751435638
პოლიციამ მექსიკის ქალაქ სიუდად-ხუარესში კერძო კრემატორიუმში ერთმანეთზე უწესრიგოდ "დაყრილი" 383 ცხედარი და 6 სხვა ადამიანის ნეშტის ნაწილები აღმოაჩინა, რომლებსაც კრემაცია არ ჩაუტარდათ.
ჩიუაუის შტატის პროკურატურის სპიკერის, ელოი გარსიას თქმით, ცხედრები კრემატორიუმის შენობის სხვადასხვა ოთახში "ერთმანეთზე იყო დალაგებული". მანვე დაამატა, რომ ცხედრები "უბრალოდ იატაკზე ერთმანეთზე დაყრილი იყო ასე, განურჩევლად".
ცხედრებს ბალზამირება ჩატარებული ჰქონდათ. ჩიუაუის შტატის პროკურორის თანახმად, ზოგიერთი ცხედარი კრემატორიუმში შესაძლოა 3 და 4 წლის განმავლობაში ყოფილიყო. მისივე თქმით, კრემატორიუმის მფლობელი და თანამშრომელი დააკავეს.
სამართალდაცავებმა ჯერჯერობით არ იციან, თუ რა მიზეზით იყო ცხედრები კრემატორიუმში განთავსებული.
„ვინ იცის, რა იყო ამ პირთა ფარული მოტივი, რადგან ამ რაოდენობის შენახვა გაფიქრებინებს, რომ მომსახურებას არც უწევდნენ". - თქვა პროკურორმა.
ამასთან, პროკურატურის სპიკერმა აღნიშნა, რომ კრემატორიუმი კრემაციის შედეგად დარჩენილი ფერფლის ნაცვლად გარდაცვლილთა ოჯახებს "სხვა მასალას" აწვდიდა.
გარსიას თანახმად, კრემატორიუმის მფლობელებმა "დაუდევრობა და უპასუხისმგებლობა" გამოავლინეს. მისივე თქმით, ყველა კრემატორიუმმა იცის, კრემაციის ჩატარება დღიურად რამდენი ცხედრისთვის შეუძლია.