1790323129
1788983456
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღოხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო. ქართველ ფეხბურთელს საპატიო პრიზი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ლუიშ ფიგუმ გადასცა.დაჯილდოების შემდეგ კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე პირველ შეხვედრას მართავს. პარიზული გუნდის მეტოქე სლოვაკეთის ჩემპიონი, ბრატისლავის „სლოვანი“ იქნება.ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.
1789905368
1779742108
ჯარიმა 1000 და 2000 ლარია - ვის შეეხება ახალი რეგულაცია
სურსათისთვის განკუთვნილი პლასტმასისგან დამზადებული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის თაობაზე მთავრობის მიერ დამტკიცებული მოთხოვნების დარღვევაზე სანქცია წესდება.შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიმართა.„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.როგორც მთავრობა განმარტავს, სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მოხმარება წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ხოლო მისი გამოყენების შემცირება და შესაბამისი ალტერნატივების გამოყენების დანერგვა, აუცილებელია მდგრადი განვითარების მიზნებისა და გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის.წყარო
სხვა სიახლეები
საზოგადოება • 1790343718
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გონიოში უზბეკურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გონიოში უზბეკურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა.აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე ა. კ.-ის (მისამართი: გონიო, ანდრია პირველწოდებულის მეოთხე ჩიხი N4) კუთვნილი უზბეკური რესტორანი.ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, რესტორანი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.
მსოფლიო • 1790343540
ზანგეზურის დერეფანი კიდევ უფრო გააძლიერებს აზერბაიჯანის როგორც რეგიონული ცენტრის როლს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებისადმი მიმართვის დროს განაცხდა.მისი თქმით, დერეფანი შექმნის ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სამრეწველო თანამშრომლობისთვის მთელი ევრაზიის მასშტაბით.„შუა დერეფანი კასპიის ზღვის გავლით ცენტრალურ აზიას სამხრეთ კავკასიასთან, თურქეთსა და ევროპასთან აკავშირებს; ფორმირების პროცესში მყოფი ზანგეზურის დერეფანი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ტრამპის დამაკავშირებელი მარშრუტი“, კიდევ უფრო გააძლიერებს აზერბაიჯანის როლს რეგიონულ ცენტრად და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სამრეწველო თანამშრომლობისთვის მთელი ევრაზიის მასშტაბით“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
რჩევები • 1790343180
მატყუარას გამოაშკარავება მარტივია - ყოფილმა FBI-ის აგენტმა 5 ტიპური ნიშანი დაასახელა
ადამიანის ტყუილის ამოცნობა ყოველთვის მარტივი არ არის, თუმცა ზოგჯერ საუბრის დროს გამოყენებულმა ფრაზებმა გარკვეული ეჭვი შეიძლება გააჩინოს. ქცევითი ანალიზის სპეციალისტი და FBI-ის ყოფილი აგენტი ხუთ გამოთქმას გამოყოფს, რომლებიც შესაძლოა ინფორმაციის დამალვაზე ან საუბრისთვის თავის არიდებაზე მიუთითებდეს.„აი, დაახლოებით სულ ეს არის“ - სიტყვა „დაახლოებით“ შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ადამიანი ყველა დეტალს არ ასახელებს.„ამას ვერ დაამტკიცებ“ - ამ შემთხვევაში საუბარი თავად ფაქტიდან მტკიცებულებების არსებობაზე გადადის.„რატომ გავაკეთებდი ამას?“ - კითხვაზე კითხვით პასუხი შესაძლოა ადამიანს დამატებითი დროის მოგების საშუალებას აძლევდეს პასუხის მოსაფიქრებლად.„მე მადანაშაულებ?“ - ამ ფრაზით საუბარი შეიძლება თავად ბრალდებიდან იმ ადამიანზე გადავიდეს, ვინც კითხვას სვამს.„არ მახსოვს, რომ ეს გამეკეთებინოს“ - ექსპერტის შეფასებით, მსგავსი ფორმულირება შესაძლოა კონკრეტული ქმედების შესახებ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობა იყოს.თუმცა სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ ერთი კონკრეტული ფრაზა ტყუილის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის. მნიშვნელობა აქვს საუბრის კონტექსტს, ადამიანის ზოგად ქცევასა და სხვა გარემოებებს.
მსოფლიო • 1790342460
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სახელმწიფო დუმის არჩევნების შედეგები შეაჯამა.საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას განცხადებით, პარტია „ედინაია რასია“ სახელმწიფო დუმაში 349 ადგილი მოიპოვა. მათგან 140 ფედერალური სიიდან და 209 – ერთმანდატიანი ოლქებიდან.რაც შეეხება სხვა პარტიებს, „კომუნისტურმა პარტიამ“ – 37, ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ – 23, „ახალმა ხალხმა“ – 19, „სამართლიანმა რუსეთმა“ – 17, ხოლო პარტია „როდინამ“ ერთი ადგილი მოიპოვა. სახელმწიფო დუმაში ადგილი ასევე მოიპოვა ოთხმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა.ამასთან, პამფილოვას განცხადებით, მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნებში ამომრჩეველთა 59.8%-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა, რაც, მისი თქმით, ბოლო სამი საპარლამენტო კამპანიის რეკორდული მაჩვენებელია.ცნობისთვის, რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 18-20 სექტემბერს გაიმართა. საპარლამენტო არჩევნებში სულ ათი პარტია მონაწილეობდა. რუსეთის პარლამენტში 450 ადგილია. მათი ნახევარი პროპორციული წესით, დანარჩენი კი ერთმანდატიანი ოლქებიდან აირჩიეს. პარლამენტში მოსახვედრად ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო.
ფინანსები • 1790342100
რამდენ ლარად შეიძენთ უქმეებზე დოლარს და ევროს - განახლებული კურსი
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6080 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6218 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9721 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9807 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0086 ლარი შეადგინა.



































