1790255236
რამდენ ლარად შეიძენთ უქმეებზე დოლარს და ევროს - განახლებული კურსი
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6080 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6218 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9721 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9807 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0086 ლარი შეადგინა.












