„23 ძარცვა და 179 ათას ევროზე მეტი ნაძარცვი“ - ვინ არიან საბერძნეთში დაკავებული ქართველი მძარცველები
1789848455
მომღერალი დიანა ღურწკაია სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მეუღლის, პეტრე კუჩერენკოს არქივის ფოტოებს აქვეყნებს. ქორწინების 21 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომღერალმა გამომწერებს ოჯახური ცხოვრების ბედნიერი მომენტების ამსახველი კადრები გაუზიარა.
დიანა ღურწკაია და რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე პეტრე კუჩერენკო 2005 წელს დაქორწინდნენ. მათი წყვილი წლების განმავლობაში შოუბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე მყარ ოჯახად ითვლებოდა. პეტრე კუჩერენკო 2023 წლის მაისში, 46 წლის ასაკში უეცრად გარდაიცვალა.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მომღერალი გარკვეული პერიოდით ჩამოშორდა საჯარო სივრცეს, თუმცა მოგვიანებით საქველმოქმედო საქმიანობასა და მუსიკალურ კარიერას დაუბრუნდა. აღსანიშნავია, რომ დიანა ღურწკაიასა და პიოტრ კუჩერენკოს ერთი ვაჟი, კონსტანტინე ჰყავთ.
View this post on Instagram