ვიდეოები

1715672283

VIDEO: „მე, შედეგების შემდეგ...“ - ნუცა ბუზალაძის სახალისო ტიკტოკი

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე სიმღერით „Firefighter“ 21-ე ადგილზე გავიდა.68-ე ევროვიზიის გამარჯვებული შვეიცარია გახდა. შესაბამისად, მომდევნო წლის მასპინძელი შვეიცარიაა.მოგვიანებით ქართველმა მომღერალმა ტიკტოკზე სახალისო ვიდეო ატვირთა: „მე, შედეგების შემდეგ... არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ეს აუდიო შეესაბამება“ - წერს ნუცა. ვრცლად ↓ @nutsabuzaofficial I dont know what it means but this audio fits🤌🏻😂 ♬ original sound - Nutsabuza

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

ირანი

მსოფლიო 1716140364

ირანში, პრეზიდენტის ვერტმფრენის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილე 3 ადამიანი დაიკარგა

ირანის ჩრდილო-დასავლეთით, სადაც ქვეყნის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა, 3 მაშველი დაიკარგა. ამის შესახებ BBC წითელი ნახევარმთვარის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ მაშველები მიუახლოვდნენ ვერტმფრენის ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილს, თუმცა სამაშველო ოპერაციის ტემპი შეჩერდება, რადგან ინციდენტის ადგილას ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად ეცემა, ასევე მოსალოდნელია წვიმა.პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ხისტად დაეშვა. ცნობილია, რომ პრეზიდენტის კორტეჟში სულ 3 ვერტმფრენი იყო. მედიის ცნობით, დანარჩენ ორ ვერტმფრენში მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. ისინი დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ ჩაფრინდნენ. ოფიციალური ინფორმაცია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. მაშველებს ინციდენტის ადგილზე მისვლაში ძლიერი ნისლი და ცუდი ამინდი უშლით ხელს.

კადრები

მსოფლიო 1716139184

ვრცელდება ირანის პრეზიდენტის ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ძებნის პირველი კადრები

ინტერნეტში ირანის პრეზიდენტის ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ძებნის პირველი ვიდეო გამოჩნდა.Report-ის ცნობით, ვიდეო ირანულ ტელეარხ SNN-ზე დაყრდნობით ტელეკომპანია RT-მა გაავრცელა.სახელმწიფოს მეთაურის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

ქალები

საზოგადოება 1716138806

VIDEO: ეკა მჟავანაძის შესრულებულმა ცეკვამ სპექტაკლში „ქალები“ მაყურებელი აღაფრთოვანა

სოციალურ ქსელურ ვრცელდება კადრები სპექტაკლიდან ,,ქალები“გურანდას როლის შემსრულებელ ეკა მჟავანაძის ცეკვას უამრავი გამოხმაურება აქვს.რეჟისორ ციცინო კობიაშვილის სპექტაკლი რამდენიმე წლის წინ დაიდგა, თუმცა აქტუალობას დღემდე არ კარგავს და მაყურებლის მოწონებას და აღფრთოვანებას იმსახურებს.ცნობისთვის, რეჟისორ ციცინო კობიაშვილის სპექტაკლ „ქალების“ პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში 2011 წელს შედგა. 

რაისი

მსოფლიო 1716138550

რა არის ამ დროისთვის ცნობილი ირანის პრეზიდენტის ადგილსამყოფელზე - განახლებული ინფორმაცია

ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, მძიმედ დაეშვა ქალაქ ვერზეგანთან, ირან-აზერბაიჯანის საზღვართან. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა აჰმად ვაჰიდიმ განაცხადა.„პრეზიდენტი ბრუნდებოდა შეხვედრიდან, ვერტმფრენი ნისლის გამო ძნელად დაეშვა,  ნისლისა და უამინდობის გამო, ადგილამდე სამაშველო ბრიგადების მისვლას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს“, - განაცხადა მინისტრმა. IRIB TV-ზე.მანამდე IRNA იტყობინება, რომ ბორტზე ასევე იმყოფებოდა ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი და ირანის რამდენიმე სხვა ოფიციალური პირი.მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ  სამაშველო ჯგუფებმა მიაღწიეს იმ ადგილს, სადაც ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი მძიმედ დაეშვა.შემთხვევის ზონაში 20 სამაშველო ჯგუფი მუშაობს და უპილოტო თვითმფრინავების გამოყენება ხდება.როგორც სააგენტო აღნიშნავს, ტყეებით დაფარულ მთიან რაიონებში გზების უქონლობის, ასევე არახელსაყრელი ამინდის, მათ შორის ძლიერი ნისლის გამო, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ფერხდება.ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანულმა სამაშველო ვერტმფრენმა შემთხვევის სავარაუდო ადგილზე დაშვება ვერ შეძლო.„ნისლი ამ რეგიონში იმდენად ძლიერია, რომ ხედვის არე ძალიან არის შევიწროებული“ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სულ მცირე 40 სამაშველო ჯგუფი რაისის ვერტმფრენს ეძებს.მოგვიანებით სააგენტო Tasnim-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენის მძიმე დაშვების ზუსტი ადგილი აღმოაჩინეს. მისი თქმით, ეს მოხდა ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის სოფელ უზის მიდამოში.

სასაფლაო

საზოგადოება 1716138387

„სასიკვდილო ჯადო გაუკეთეს, გთხოვთ, თუ გეცნობათ დამაკავშირეთ...“ - რას წერს შოთო სიხარულიძე

შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალის ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ მას სასიკვდილო ჯადო გაუკეთეს.„სასიკვდილო ჯადო გაუკეთეს, გთხოვთ, თუ გეცნობათ და იცით მისი ვინაობა და კორდინატები დამაკავშირეთ!!! მყავს ადამიანები რომლებიც უშველის!!! შოთო სიხარულიძე უმორჩილესად გთხოვთ გააზიაროთ და მაპოვნინოთ!!!სასაფლაოზე ჯადოს ვინც აკეთებს და ფოტოებს ასე იმას რა ეკუთვნის?ვინც ამ ჯადომანიას მიყვებით, ნუთუ არ გეცოდებათ ადამიანი ვისაც სწირავთ? ხვალ ეკლესიაში შეხვალთ და პირჯვარს გადაიწერთ ამის გამკეთებლები, უკან დაუბრუნდეს მას ვისაც ამ გოგოს და ბევრი ამნაირის გაწირვა უნდა.ემიგრანტები ეს არის ახალგაზრდა გოგოს ფოტო, და ამის გამკეთებელი რისი ღირსია? მე აღარ დავწერ ასეთ დროს დაუნდობელი ვხდები ნეტა მენახა ამ დროს ამას რომ აკეთებდა ეს ადამიანი საქვეყნოდ შევარცხვენდი, რომ ყველას დაენახა რას აკეთებდა კი მიხვდებით რასაც ვუზამდი და მერე რაც ელოდა ჩემგან მას!!!არანაირი გამართლება არ აქვს ამას! ამის გამკეთებელს ეშინოდეს მისი მომავლის უკან დატოვებული ბომბია ცხოვრება ისეთი ბუმერანგია.რა პასუხს სცემს თავის შვილებს შვილიშვილებს ამხელა ცოდვას უტოვებს?ე.ი უნდა შეგეშინდეს „ფეისბუქზე“ ფოტოების ატვირთვა და გაზიარება ისეთი დრო დადგა... ვიღაცა "არაადამიანი საიქიოს კონსული" გადმოწერს დაბეჭდავს წაიღებს სასაფლაოზე და ჯადოს აკეთებს...“, - წერს შოთო სიხარულიძე.