ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

საფლავი აღდგომა

საზოგადოება 1714931031

შეიძლება თუ არა გიორგობა დღეს საფლავზე გასვლა

აღ­დგო­მის მე­ო­რე დღე, ორ­შა­ბა­თი, საფ­ლავ­თა კურ­თხე­ვის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს შეღებილი კვერცხით, პასკებითა და სხვა სანოვაგით დატვირთული ადამიანები ოჯახის წევრების და ახლობლების საფლავზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ.აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ლიტანიობის შემდეგ საფლავზე გასვლა ნებისმიერს შეუძლია, თუმცა სიხარულით და მიცვალებულისთვის აღდგომის მისალოცად. როგორც სასულიერო პირები გვეუბნებიან, მთავარია აღდგომის დღესასწაულზე საფლავზე გლოვით არ მივიდეთ.აღდგომას საფლავზე გასვლის ტრადიცია საქართველოში ათწლეულებია დამკვიდრდა და მას საყოველთაო ხასიათი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი საფლავებზე აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს გადის, ეკლესია გვეუბნება, რომ ამ ტრადიციას მართლმადიდებლობასთან არაფერი აკავშირებს.თეოლოგთა აზრი სასულიერო პირებისას ემთხვევა. ორშაბათს საფლავზე გასვლის ტრადიცია ათწლეულების წინ ჩამოყალიბდა და მას თავიდანვე განსხვავებული დატვირთვა ჰქონდა.გამომდინარე იქიდან, რომ წელს ორშაბათი დღე გიორგობას ემთხვევა, საინტერესოა შეიცვლებოდა თუ არა საფლავზე გასვლის წესი. ამის გასარკვევად მოძღვარს დავუკავშირდით. „გიორგობა არ არის საუფლო დღესასწაული, როგორიც არის მაგალითად აღდგომა, სულთმოფენობა და ა.შ. გიორგობა არის ერთ-ერთი რიგითი დღესასწაული, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ერის განსაკუთრებული მფარველი და დიდი წმინდანია. ამიტომ საფლავზე გასვლასთან დაკავშირებით წესი არ იცვლება. ადამიანებს ჩვეულებრივად შეუძლიათ გავიდნენ საფლავზე და პატივი მიაგონ მიცვალებულებს“,- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მოძღვარმა. 

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1714929538

რომელი დღეები იქნება 2024 წლის მაისში ყველაზე წარმატებული და ხელსაყრელი და როდის უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად

ასტროლოგებმა 2024 წლის მაისისთვის ყველაზე ხელსაყრელი და შედარებით საყურადღებო თარიღები დაასახელეს, რომლებიც შესაძლოა, სხვადასხვა საქმის დაგეგმვისას გაითვალისწინოთ:1, 10, 19, 28 მაისიშესანიშნავი დღეებია კომუნიკაციისა და თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოლაპარაკების გზით გადაჭრისთვის. თუმცა, გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ 2 მაისიდან პლანეტა პლუტონი რეტროგრადულ მოძრაობა იწყებს. ის თითოეულ ადამიანს აიძულებს, საკუთარ ემოციებს, შინაგან სამყაროს, განცდებს კარგად ჩაუღრმავდეს და ბევრ რამეს გადახედოს: ცხოვრების სტილს, შეხედულებებს, ურთიერთობებს, სამსახურსა და შიშებს. შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ გარდაუვალი ცვლილებების დროა და კონკრეტული ნაბიჯებიც დაგეგმოთ. ამისთვის ეფექტური კომუნიკაცია აუცილებლად გამოგადგებათ.2, 11, 20, 29 მაისირომანტიკის დროა - აღნიშნულ დღეებში შესაძლოა, თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები იმაზე სწრაფად შეიცვალოს, ვიდრე წარმოიდგინოთ. თუკი დიდი ხანია, გსურთ, საყვარელ ადამიანს სიყვარულში გამოუტყდეთ, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანა შესთავაზოთ, შეგიძლიათ, ეს დღეები გამოიყენოთ. გარდა ამისა, გათავისუფლდით უარყოფითი კონტაქტებისაგან და არ აჰყვეთ მანიპულაციასა და სიცრუეს. დროა, უარი თქვათ იმ ადამიანებთან კომუნიკაციაზე, რომლებსაც თქვენზე უარყოფითი გავლენა აქვთ და ბედნიერებას აღარ განიჭებენ... ვრცლად

jpg.cr

საზოგადოება 1714928246

ეს სასწაული ხდება დიდ დღესასწაულებზე წირვისა და ლოცვის დროს - რაზე საუბრობენ მლოცველები

ივერთა მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარ ტაძარში, ზუსტად მშვენიერი სამეუფო კარის წინ ჰკიდია დიდი უძველესი ვერცხლის კანდელი, შეწირული მღვდელმონაზონ ბენედიქტე ქიოტიშვილის მიერ 1834 წელს.საეკლესიო გამოცემა orthodoxy.ge ამ კანდელის და მასთან დაკავშირებული სასწაულის შესახებ წერს.საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ეს კანდელი წარმოადგენს უცნაურ და საიდუმლოებით მოცულ მოვლენას, ხილულ საოცრებას, ვინაიდან არ ემორჩილება სიმძიმის ძირითად კანონს და მოძრაობს თავისთავად, ან უკეთ რომ ვთქვათ, უხილავი ძალით, რიტმულად და ჰორიზონტალურად დიდი ხნის განმავლობაში. ეს სასწაული ხდება დიდ დღესასწაულებზე წირვისა და ლოცვის დროს, ხოლო ჩვეულებრივ დღეებში მოულოდნელად და უეცრად მიუხედავად იმისა, არის თუ არა ლიტურგია. დღესასწაულებზე კანდელი მოძრაობას იწყებს მეტწილად ღამის თევის დროს, როდესაც იწყება ღვთისმსახურების მთავარი ნაწილი, როცა სასიხარულო ჰიმნებსა და საგალობლებს უგალობენ უფალს. ეს საკვირველი სანახაობა იმ წუთებში იწვევს შიშსა და გაოცებას, სიხარულსა და მოკრძალებას, როგორც მონასტრის მამათა შორის, ასევე იმ დროს იქ მყოფ მლოცველებშიც, რომლებიც პირველად ხედავენ ამ მოვლენას.უძველესი გადმოცემის მიხედვით, რომელმაც დღემდე მოაღწია უხუცესი მამებისაგან, კანდელის თავისთავად მოძრაობას დღესასწაულებზე შემდეგი მნიშვნელობა აქვს: ითვლება, როგორც თვალხილული ნიშანი და დასტური იმისა, რომ ღვთისმშობელი იმ დროს თავის ტაძარში იმყოფება და ეუბნება იქ მყოფთ: „აი ნიშანი, შეხედეთ, თქვენთანა ვარ, თქვენთან ერთად ვმონაწილეობ ზეიმში და ბერებთან და სხვა ქრისტიანებთან ერთად ვზეიმობ, ვითარცა დედა თავის შვილებთან. ვლოცავ პატიოსანი და კეთილი საქმეების მოქმედთ. თბილ დედობრივ დარიგებას ვაძლევ ზარმაცთ, რომ გამოსწორდნენ, რადგან მიუხედავად მთელი ჩემი თანაგრძნობისა მათ მიმართ, უძლური ვარ რაიმე გავაკეთო გულგრილთა სულების გადასარჩენად“.რაც შეეხება კანდელის მოძრაობას ჩვეულებრივ დღეებში, იგივე გადმოცემის მიხედვით, იგი მოასწავებს რაიმე უბედურებას ქვეყნისთვის სავალალო შედეგებით, როგორიცაა, მაგალითად, მიწისძვრა, ომი ან სასიკვდილო ეპიდემია. ესეც ღვთის განგებაა, ღვთისმშობლის მეოხება, დროული შეტყობინება, რათა ლოცვითა და სინანულით გამოვისყიდოთ ჩვენი შეცოდებანი.ივერთა მონასტრის მატიანე მოგვითხრობს ასეთ საკვირველ შემთხვევას. ერთხელ ტაძრის ახალგაზრდა მნათემ ჩათვალა, რომ კანდელის მოძრაობა დამოკიდებული იყო ქარის ქროლვაზე. ამიტომაც გადაწყვიტა ქვიშა ჩაეყარა კანდელის გარე სათავსოში მის დასამძიმებლად და ამგვარად, მისი აზრით, კანდელი აღარ იმოძრავებდა. მაგრამ პირველსავე ღამეს, როცა  ტაძარში შევიდა თავისი მოვალეობის შესასრულებლად, იხილა სხვა საოცრება. კანდელი სიმძიმის გამო მოწყვეტილი იყო თავის საკიდს და იატაკზე დაცემული გამართული იდგა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფორმა ქვემოთ ვიწრო და წვეტიანი იყო. წინანდელივით ენთო მისი შუქი, თითქოსდა არაფერიც არ შემთხვევია. მაშინ შეშინებულმა მნათემ გადმოყარა ქვიშა, კანდელი ძველ ადგილს დაუბრუნა და მყის თვალცრემლიანი გაიქცა თავისი შეცოდების საღიარებლად; განუცხადა ყველას ეს ახალი სასწაული და ადიდა კარიბჭის ღვთისმშობელი, რადგან ამ გზით გამოიყვანა იგი ურწმუნოებიდან და ასწავლა, რომ „სადაც ღვთის განგებაა, იქ ბუნების კანონები მარცხდებიან“.ათონელთა მოწმობით, თურქეთის ჯარების კვიპროსზე თავდასხმის წინა დღეებში კანდელი ისე ძლიერად მოძრაობდა, რომ ზეთი ძირს იღვრებოდა. იგივე ხდებოდა ამერიკა-ერაყის ომის დაწყებამდე. კანდელი მოძრაობდა სომხეთის თავს დამტყდარი მიწისძვრის წინაც.ივერთა მონასტრის მამები ყურადღებით ადევნებენ თვალს საკვირველთმოქმედ კანდელს. როცა იგი ჩვეულებრივ დღეებში განსაკუთრებით ძლიერად იწყებს მოძრაობას, დაუყოვნებლივ ატყობინებენ ხოლმე ათონის მთის ყველა მონასტერს, რის შემდეგაც აღევლინება ერთობლივი ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებისა და შეწყალებისათვის.წყარო:https://www.orthodoxy.ge/

ლელო

საზოგადოება 1714926915

VIDEO: ლანჩხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა - ნახეთ, ვინ გაიმარჯვა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა.ლელობურთი ტრადიციულად სოფელ შუხუთის ცენტრში, ისტორიულ ცაცხვებთან ტარდება, სადაც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები შეეჯიბრნენ.ლელობურთი ზემო შუხუთის გამარჯვებით დასრულდა.

მეწყერი

საზოგადოება 1714925651

საჩხერე-ონის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

საჩხერე-ონის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა.არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.