რომელი დღეები იქნება 2024 წლის მაისში ყველაზე წარმატებული და ხელსაყრელი და როდის უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად

ჰოროსკოპი

ასტროლოგებმა 2024 წლის მაისისთვის ყველაზე ხელსაყრელი და შედარებით საყურადღებო თარიღები დაასახელეს, რომლებიც შესაძლოა, სხვადასხვა საქმის დაგეგმვისას გაითვალისწინოთ:

1, 10, 19, 28 მაისი
შესანიშნავი დღეებია კომუნიკაციისა და თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოლაპარაკების გზით გადაჭრისთვის. თუმცა, გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ 2 მაისიდან პლანეტა პლუტონი რეტროგრადულ მოძრაობა იწყებს. ის თითოეულ ადამიანს აიძულებს, საკუთარ ემოციებს, შინაგან სამყაროს, განცდებს კარგად ჩაუღრმავდეს და ბევრ რამეს გადახედოს: ცხოვრების სტილს, შეხედულებებს, ურთიერთობებს, სამსახურსა და შიშებს. შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ გარდაუვალი ცვლილებების დროა და კონკრეტული ნაბიჯებიც დაგეგმოთ. ამისთვის ეფექტური კომუნიკაცია აუცილებლად გამოგადგებათ.

2, 11, 20, 29 მაისი
რომანტიკის დროა - აღნიშნულ დღეებში შესაძლოა, თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები იმაზე სწრაფად შეიცვალოს, ვიდრე წარმოიდგინოთ. თუკი დიდი ხანია, გსურთ, საყვარელ ადამიანს სიყვარულში გამოუტყდეთ, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანა შესთავაზოთ, შეგიძლიათ, ეს დღეები გამოიყენოთ. გარდა ამისა, გათავისუფლდით უარყოფითი კონტაქტებისაგან და არ აჰყვეთ მანიპულაციასა და სიცრუეს. დროა, უარი თქვათ იმ ადამიანებთან კომუნიკაციაზე, რომლებსაც თქვენზე უარყოფითი გავლენა აქვთ და ბედნიერებას აღარ განიჭებენ... ვრცლად