ვიდეოები

1765995802

„ქართველი შეუჩერებელია!“ – კვარას გოლი „ფლამენგოს“ კარში

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ბრაზილიურ „ფლამენგოს“ ეთამაშება.პირველი ტაიმის მიწურულს, 38-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა ანგარიში გახსნა – 1:0.შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და საფრანგეთის ჩემპიონატიც.ნახეთ, ვიდეო:

კვარა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1771273157

„ფულადი დახმარება 7 000 ლარის ნაცვლად, იქნება 20 000 ლარი...“ - დეტალები

ორმაგდება იმ თანხების რაოდენობა, რომელიც გათვალისწინებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებული პოლიციელებისთვის, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ს მიერ მომზადებულ ცვლილებათა პაკეტზე საუბრისას.მისივე თქმით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ პოლიციელთა და მეხანძრე-მაშველთა ოჯახების კომპენსაციის ოდენობა 30 000 ლარი ხდება.„კანონმდებლობით ინერგება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რაც გულისხმობს სამედიცინო შვებულებას პოლიციელებისთვის, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნული ცვლილებები თანაბრად გავრცელდება, როგორც პოლიციელებზე, ასევე მეხანძრე-მაშველებზე“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომელიც პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ეხება. პოლიციის შესახებ კანონპროექტით, ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა იზრდება.7 000 ლარის ნაცვლად, პოლიციელს გადაეცემა 20 000 ლარი, ნაკლებად მძიმე დაზიანებისას 15 000 ლარი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში კი 10 000 ლარი. კანონს დაემატება შვებულება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც აქამდე არ არსებობდა.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში, 15 000 ლარის ნაცვლად გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად 30 000 ლარი გადაეცემა. დაკრძალვის ხარჯები განისაზღვრება ორი ათასი ლარის ოდენობით.

სხვა სიახლეები

ბაიკალი

მსოფლიო 1771754837

მყვინთავებმა ბაიკალის ტბის ფსკერზე შვიდი ჩინელი ტურისტის ცხედარი იპოვეს

რუსეთის ხელისუფლების ცნობით, მყვინთავებმა იპოვეს შვიდი ჩინელი ტურისტისა და ერთი რუსი მძღოლის ცხედარი იპოვეს, რომლებიც მას შემდეგ დაიღუპნენ, რაც მათ მიკროავტობუსს ყინული ჩაუტყდა და ბაიკალის ტბაში ჩაიძირა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა, იგორ კობზევმა მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ადრე, მან განაცხადა, რომ შემთხვევას ერთი ჩინელი ტურისტი გადაურჩა.მედიის ცნობით, პარასკევს მომხდარი ავარიის ადგილზე, წყლის სიღრმე 18 მეტრი იყო და მყვინთავებს ცხედრების მოსაძებნად წყალქვეშა კამერების გამოყენება მოუწიათ.ბაიკალის ტბა, მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბაა. მისი მაქსიმალური სიღრმე 1642 მეტრს შეადგეს და ის პოპულარული ტურისტული ადგილია. ტბა მკაცრი ზამთრის პერიოდში ხშირად იყინება. ბოლო წლებში, იქ რამდენიმე ფატალური ავარია მოხდა.

მაჭავარიანი

რეგიონი 1771754330

გურჯაანის მერი ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე: ინფორმაცია, რომ პროექტი აღარ გაგრძელდება, სიმართლეს არ შეესაბამება.  ტენდერი ახლიდან გამოცხადდება და რაც შეიძლება მოკლე ვადებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება

გურჯაანის მერი, გიორგი მაჭავარიანი, საქართველოს მთავრობის მიერ  სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე და ახალი ტენდერის გამოცხადებაზე კომენტარს აკეთებს.გურჯაანის მერი ამბობს, რომ ინფორმაცია, თითქოს პროექტი გაჩერდა და აღარ გაგრძელდება, სიმართლეს არ შეესაბამება.„ადგილზე გავეცანით რა მდგომარეობაა ამ პროექტთან დაკავშირებით. ის ინფორმაცია, რომ ეს პროექტი გაჩერდა და აღარ გაგრძელდება სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიას, რომელიც ამ პროექტის სამუშაოებს ასრულებდა ხელშეკრულება შეუწყდებათ, ტენდერი ახლიდან გამოცხადდება და რაც შეიძლება მოკლე ვადებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება“- განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.ცნობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტისა და ახალ ტენდერის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან კომპანიებმა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს.

ურუშაძე

რეგიონი 1771754038

მგფ-ის დირექტორი ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტაზე:  ამოვწურეთ ყველანაირი რესურსი, რომ ხელი შეგვეწყო და რამენაირად გაგრძელებულიყო სამუშაოები. მაქსიმალურად მოკლე დროში გამოცხადდება ახალი ტენდერი

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტისა და ახალი ტენდერის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ბექა ურუშაძის განცხადებით, კონტრაქტორთან ყველანაირი რესურსი ამოწურეს. მისივე თქმით, ვინაიდან პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, პროცესიც მათთან შეთანხმებით მიმდინარეობს."ფაქტობრივად,  კონტრაქტორთან ამოვწურეთ ყველანაირი რესურსი, რომ ხელი შეგვეწყო და რამენაირად გაგრძელებულიყო სამუშაოები, საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაწყვეტილიყო ეს კონტრაქტი. უშუალოდ პროცესს რაც შეეხება, იქიდან გამომდინარე, რომ ADB-ის მხარდაჭერით ხორციელდება აღნიშნული ხელშეკრულება და პროექტი, მათთან შეთანხმებით მიდის ეს პროცესი, შესაბამისად, [ხელშეკრულების] გაწყვეტის პროცესსაც გარკვეული პერიოდი სჭირდება. ჩვენ ვეცდებით, მაქსიმალურად მოკლე დროში, პირველ რიგში, შეწყდეს - ეს პროცესია ახლა მიმდინარე და ამის შემდგომ უკვე გამოცხადდეს ახალი ტენდერი სამუშაოების დასრულების მიზნით," - აღნიშნა ბექა ურუშაძემ.სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან - შპს "ინსისა" და შპს "ჯავას" ერთობლივ საწარმოსთან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა.

ხსოვნა

საზოგადოება 1771752758

სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა

ზვიად ზვიადაძემ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო, საფლავი გვირგვინით შეამკო და ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროს ზვიად ზვიადაძესთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, ახალგორის გამგებელი გელა შერმადინი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ველისციხე

რეგიონი 1771752660

მთავრობა ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებას წყვეტს და ახალ ტენდერს გამოაცხადებს - კომპანიებმა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტისა და ახალ ტენდერის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.ფონდმა რამდენიმე დღის წინ გადაწვიტა, რომ სოფლის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან - შპს „ინსისა“ და შპს „ჯავას“ ერთობლივ საწარმოსთან, ხელშეკრულება შეწყვიტოს, რის მიზეზადაც კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა სახელდება. კერძოდ, რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყო, თუმცა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიებმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს, რაც ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი გახდა.ველისციხეში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩავიდა და სიტუაციას ადგილზე გაეცნო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ბექა ურუშაძე. განიხილეს პროექტის გაგრძელებისთვის აუცილებელი პროცედურები და მომდევნო ნაბიჯები.ბექა ურუშაძის განცხადებით, ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესი დონორი ორგანიზაციის წესებისა და რეგულაციების სრული დაცვით წარიმართება. თითოეული ეტაპი, ხელშეკრულების შეწყვეტა და ახალი ტენდერის მომზადება, აზიის განვითარების ბანკთან კოორდინაციითა და მისი უშუალო ჩართულობით მიმდინარეობს.პარალელურად, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია „ეპტისა“ დაიწყებს ობიექტზე შესრულებული სამუშაოების დეტალურ აღწერასა და ინვენტარიზაციას. პროცედურა აუცილებელია შესრულებული სამუშაოების მოცულობის ზუსტად განსაზღვრისა და დარჩენილი სამუშაოების ნუსხის შესადგენად.