ცნობილი ხდება, ელისო კილაძის საქმის ახალი დეტალები
1771703495
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1964 წელს დაბადებული გ.გ. ადევნებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი დაზარალებულ ქალს სისტემატურად, უკანონოდ უთვალთვალებდა და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.