მასწავლებელს, რომელიც მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

დაკავება პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელმა, წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის, ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის მიმართ, ნდობისა და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, გარყვნილი ქმედება განახორციელა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით წარედგინა (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, ნდობისა და ავტორიტეტის გამოყენებით) რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე:

გარყვნილი ქმედება არასრულწლოვან გოგონაზე ერთ-ერთ საჯარო სკოლაში - პოლიციამ ბრალდებული დააკავა