მყვინთავებმა ბაიკალის ტბის ფსკერზე შვიდი ჩინელი ტურისტის ცხედარი იპოვეს

ბაიკალი

რუსეთის ხელისუფლების ცნობით, მყვინთავებმა იპოვეს შვიდი ჩინელი ტურისტისა და ერთი რუსი მძღოლის ცხედარი იპოვეს, რომლებიც მას შემდეგ დაიღუპნენ, რაც მათ მიკროავტობუსს ყინული ჩაუტყდა და ბაიკალის ტბაში ჩაიძირა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა, იგორ კობზევმა მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ადრე, მან განაცხადა, რომ შემთხვევას ერთი ჩინელი ტურისტი გადაურჩა.

მედიის ცნობით, პარასკევს მომხდარი ავარიის ადგილზე, წყლის სიღრმე 18 მეტრი იყო და მყვინთავებს ცხედრების მოსაძებნად წყალქვეშა კამერების გამოყენება მოუწიათ.

ბაიკალის ტბა, მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბაა. მისი მაქსიმალური სიღრმე 1642 მეტრს შეადგეს და ის პოპულარული ტურისტული ადგილია. ტბა მკაცრი ზამთრის პერიოდში ხშირად იყინება. ბოლო წლებში, იქ რამდენიმე ფატალური ავარია მოხდა.